სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოიეში ამ სასწავლებლის სპორტული მიღწევებისადმი მიძღვნილი ღია მუზეუმი გაკეთდა. უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა ამ იდეის შესახებ პირველად მიმდინარე წლის გაზაფხულზე ისაუბრა, თუმცა იმ დროს სასწავლებელში მიმდინარეობდა სარეკონტრუქციო სამუშაოები, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა და რექტორის იდეაც მალევე განხორციელდა.
საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია, ქუთაისის სპორტული სკოლების გაერთიანებასთან ერთად, ოლიმპიური  მოძრაობის განვითარებისთვის ახორციელებს პროექტს ,,სპორტი და ოლიმპიზმი". პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სპორტულ სკოლებში გაერთიანებულ მოსწავლე-ახალგაზრდებში ოლიმპიური იდეების დამკვიდრებას, მოახდინოს ოლიმპიზმის როგორც სპორტის, ხელოვნებისა და კულტურის ერთიანობის პოპულარიზაცია.
,,აიას", რომელიც ბოლო ორი სეზონის განმავლობაში დისკვალიფიკაციისა თუ სტადიონის არქონის გამო საშინაო შეხვედრებს ფოთში ატარებდა, ამიერიდან მოედნის პრობლემა აღარ ექნება. მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერი შეხვედრებს ქუთაისის ცენტრში მდებარე ,,დინამოს" განახლებულ სტადიონზე ჩაატარებს.  შაბათს, ,,აიამ" ხელშევლებულ არენაზე პირველი მატჩი გამართა და 1500 გულშემატკივრის თვალწინ აუტსაიდერ „ყოჩებს" რაგბის გაკვეთილი ჩაუტარა.   
სამბოში საქართველოს ჩემპიონატს ქუთაისმა ბოლოს შორეულ 1977 წელს უმასპინძლა. რიონისპირა ქალაქი სპორტის ეს სახეობა საკმაოდ პოლულარულია, გამოცდილი მწვრთნელის გივი სარდანაძის ხელმძღვანელობით ქუთაისელი სამბისტები ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვიან, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ჩემპიონატის ჩატარება ქუთაისში გადაწყდა. ტურნირი ორ დღეს უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება შეცვალეს და შეჯიბრება ერთ დღეში დაასრულეს. 
ბულგარეთის ქალაქ პრიმორსკოში 12-18 აგვისტოს გამართულ საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირზე - "პოსეიდონის თასი" წარმატებით ითამაშა ბათუმის სპორტსკოლის გუნდმა "ბათუმი", რომელმაც ყველა მეტოქეს სძლია, ფინალში მასპინძელი ქვეყნის - ბულგარეთის "რუსეს" სპორტსკოლის გუნდი დაამარცხა 67:50 და ჩემპიონობა მოიპოვა.
ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე რამდენიმე დღეა  სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს.  გუშინ ქუთაისის მთავარი არენა ,ვისოლის" ხელმძღვანელებმა, იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაციარიამ და ქალაქის მერმა გიორგი თევდორაძემ მოინახულეს. სტადიონზე მიმდინარე სამუშაოების  თაობაზე ,ტორპედოს" პრეზიდენტმა  - ლევან ფხაკაძემ ისაუბრა.
რამდენიმე დღის წინ ქუთაისში ფარიკაობაში საქართველოს თასის ღია გათამაშება გაიმართა, 17-19 ივნისს კი ქუთაისის სპორტის სასახლემ მოფარიკავეთა კიდევ ერთ ტურნირს - საქართველოს დამსახურებული მწვთნელის გალაქტიონ ჩიქოვანის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც 1992-94 წელს  დაბადებულმა მოფარიკავეებმა მიიღეს მონაწილეობა. გალაქტიონ ჩიქოვანის სახელს უკავშირდება ქუთაისში პირველი ფარიკაობის სექცის ჩამოყალიბება.
19 ივნისს სახელოვან ვეტერან მორაგბეს 44 წელი შეუსრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისის სპორტულ მუზეუმში  ძაგნიძისადმი მიძღვნილი სპეციალური კუთხე გაიხნა, სადაც მისი კარიერის ამსახველი ფოტოები და ექსპონანტები გამოიფინა. მუზეუმში  ქალაქის ხელმძღვანელები, იუბილარის ოჯახის წევრები და მეგობრები იყვნენ შეკრებილნი, რომელთაც ძაგნიძის წარმატებული თამაში გაიხსენეს.  
ქუთაისში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა  საქართველოს ჩემპიონატი 20-წლამდე მოჭადრაკე გოგონათა და ვაჟთა შორის, რომელსაც ქუთაისის, მაია ჩიბურდანიძის სახელობის, საჭადრაკო სკოლა მასპინძლობდა. ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად ჩატარდა და მასში 31 მა მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. ვაჟთა შორის პირველი ადგილი დავით ბენიძემ მოიპოვა, გოგონებში კი ქეთი წაწალაშვილმა გაიმარჯვა.
17 ივნისს გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზში ჩამოყალიბდა ქართული ჭიდაობის ქართლის რეგიონული ფედერაცია და აირჩა მისი მმართველი ორგანო. სხდომას ქართული ჭიდაობის ადგილობრივი სპეციალისტები, ყოფილი ტიტულოვანი და ამჟამად მოქმედი სპორტსმენები ესწრებოდნენ. ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე წარდგენილი იყო რეგიონის ვიცე-გუბერნატორის პაატა გიორგაძის კანდიდატურა, რომელიც პოსტზე ერთხმად აირჩიეს.