სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინიტროს მიერ ორგანიზებული "ოლიმპიური გამოწვევის" პროგრამის მორიგი ეტაპი 11 ივნისს ქარელში გაიმართა ძიუდოში. შეჯიბრება ტიტულოვანი ფალავანისა და მწვრთნელის შოთა ხაბარელის სახელობისა იყო და პირველად ჩატარდა ქარელის სასპორტო სკოლის დარბაზში, რომელიც უკვე ორი თვეა მის სახელს ატარებს 
ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოს თასის გათამაშება ფარიკაობაში. ტურნირში საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ქუვეიტის 140-დე სპორტსმენი მონაწილეობდა. შეჯიბრება ფარიკაობის სამივე სახეობაში-(ხმალი, დაშნა, რაპირა) სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.  
ქუთაისის სპორტის სასახლეში ჩატარდა ცნობილი ქართველი მოკრივის, ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორის და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულის აკაკი კაკაურიძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კადეტ მოკრივეთა შორის.  
ქუთაისის ძალოსნობის დარბაზში ორი დღის (19-21 მაისს) განმავლობაში მიმდინარეობდა საქართველოს პირველობა ძალოსნობაში ახალგაზრდებს შორის. შეჯიბრება 8 წონით კატეგორიაში გაიმართა და ფიცარნაგზე 110 ზე მეტი ათლეტი გავიდა. ტურნირში ძირითადად ფავორიტებმა იპირველეს. 56კგ.ში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა რამინ შამილაშვილმა, რომლმაც ორჭიდის ჯამში 205 კგ. დასძლია. 
ქუთაისის საკალათბურთო გუნდმა სუპერლიგაში დაბრუნების პირველსავე წელს  საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.  მალხაზ კოხრეიძის შეგირდებს ფინალში გასვლის კარგი შანსიც ჰქონდათ, მაგრამ ფინალის საგზური "თსუ"-თან ოთხმატჩიან ბრძოლაში დათმეს. მიუხედავად ამისა, სუპერლიგაში ახლადაბრუნებული გუნდისთვის ბრინჯაოს მედლები წარმატებად უნდა ჩაითვალოს. 
თბილისიდან საჭადრაკო დღესასწაულმა ქუთაისში გადაინაცვლა. ორი დღის განმავლობაში სასტუმრო "ბაგრატი-1003"-ში მიმდინარეობდა ევროპის ჩემპიონატი ქალთა შორის სწრაფ ჭადრაკში, რომელსაც მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის მაია ჩიბურდანიძის საპატივცემულოდ "მაიას თასი" ეწოდა და ტიტულოვანი მოჭადრაკის 50 წლის იუბილეს მიეძღვნა. ტურნირში, რომლის საპრიზო ფონდი 10400 ევრო იყო, 12 ქვეყნის 74 მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა. 
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში, ”ოლიმპიური გამოწვევის” ეგიდით ატარებს შეჯიბრებებს, სპორტის სხვადასხვა სახეობებში. 14-15 მაისს გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზმა ამ პროექტის ფარგლებში უმასპინძლა ცნობილი ფალავანის, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის ძიუდოს ტურნირს ჭაბუკთა შორის. ტურნირი, აზერბაიჯანემლა ძიუდოისტებმაც მიიღეს მონაწილეობა.
ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა საქართველოში ბალახის ჰოკეის ფუძემდებლის თემურ არჩაიას მეოთხე საერთაშორისო ტურნირი ინდორ (დარბაზის) ჰოკეიში. ბოლო ორ გათამაშებაში არჩაიას თასი ერევნის გუნდმა მოიგო და სომხები ახლაც დიდი ამბიციებით ჩამოვიდნენ, თუმცა ამჯერად ქუთათურებმა მათ შანსი არ დაუტოვეს  და არჩაიას სახელობის თასი შინ დაიტოვეს.
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით ქარელის სასპორტო სკოლის დარბაზს შოთა ხაბარელის სახელი მიენიჭა. აღნიშნული ინიციატივა თავად სპორტსკოლის ხელმძღვანელთაგან მოდიოდა. ეს ცნობილი ფალავანისა და მწვრთნელის მშობლიური რაიონია. ხაბარელი სოფელ ძლევისჯვარშია დაბადებული, სადაც პირველ ყოვლისა სწორედ მისი ფაქტორიდან გამომდინარე დიდი ხანია ნაყოფიერად ფუნქციონირებს რაიონის სასპორტო სკოლას დაქვემდებარებული ძიუდოს სექცია.
ბოლო ორი წელია, რაც გორის საცურაო აუზში პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდა, სასიკეთოდ შეცვლილმა მდგომარეობამ კი შედეგებზეც დადებითი გავლენა იქონია და ცოტა ხნის წინ საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე გორელმა მოცურავეებმა საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენეს. ვესაუბრებით გუნდის მთავარ მწვრთნელს კობა ბუხრიკიძეს.