სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

"ყველა ვარსკვლავის" მატჩი ზედიზედ მესამე წელია ქუთაისში ტარდება. ქუთათურთა ქალაქში სპორტის ეს ულამაზესი სახეობა განსაკუთრებით უყვართ. ამის დასტურია ისიც, რომ ეროვნული პირველობების მატჩებს ქუთაისში მუდამ დიდი რაოდენობის მაყურებელი ადევნებს თვალს. 2011 წლის საკალათბურთო სეზონის "ოლ სტარს" ქუთაისის სპორტის სასახლემ 29 აპრილს უმასპინძლა. საინტერესო მატჩი ფრედ 115:115 დასრულდა და გამარჯვებულად ქართული კალათბურთი გამოცხადდა. 
მესამე წელია, რაც საქართველოს ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში ჭაბუკთა შორის, მძიმე წონაში 17 წლის გენო პეტრიაშვილი იმარჯვებს. ეს ბიჭი ათი წელია გორის თავისუფალი ჭიდაობის დარბაზში ვარჯიშობს. შედეგებიდან გამომდინარე, ბუნებრივია მწვრთნელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ... 
ახლახანს დორტმუნდში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა შორის, საქართველოს ნაკრებმა ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საინტერსოა, რომ სამივე პრიზიორი ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდში წელს გადავიდა ახალგაზრდული ნაკრებიდან, სადაც მთავარი მწვრთნელის ნუგზარ სხირელის ხელმძღვანელობითაც რამდენიმე შთამბეჭდავ წარმატებას მიაღწიეს.
გასულ უქმეებზე გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის დარბაზში გაიმართა ახალგაზრდებს შორის შიდა ქართლის შესარჩევი პირველობა ძიუდოში. რეგიონის ოთხივე (კასპი, გორი, ქარელი, ხაშური) რაიონის ძიუდოს სკოლის ფალავნებს შორის პაექრობაში გაირკვა, შიდა ქართლის იმ გუნდის შემადგენლობა, რომელიც აპრილის მიწურულს, თბილისში საქართველოს ჩემპიონატზე მიიღეებს მონაწილეობას ახალგაზრდებს შორის. 
ქუთაისში იმყოფება ბაქოს ოლიმპიური რეზერვების ძიუდოისტთა გუნდი, რომლებიც ქუთაისის მე-17-ე კომპლექსურ სკოლა ინტერნატში ადგილობრივ ძიუდოისტებთან ერთად ერთობლივ წვრთნებს გადიან. `საქართველოს არაერთი წარმატებული ძიუდოისტი ჰყავს. ორი ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი და ირაკლი ცირეკიძე უშუალოდ ქუთაისიდან არიან. 
საერთაშორისო კრივის ორგანიზაციის - IBO-ს ვერსიით, საშუალო წონაში ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი - ავთანდილ ხურციძე, რომელმაც ქამარი თბილისის სპორტის სასახლეში 13 მარტს პოლონელი მარიუშ სენდროვსკის დამარცხებით მოიპოვა, მოგვიანებით მშობლიურ ქალაქს, ქუთაისს ესტუმრა.  ტიტულოვანი პროფესიონალი მოკრივე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და დამწყებ მოკრივეებს შეხვდა. 
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თავისუფალ ჭიდაობაში უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით წარმატებულია. შესაბამისად, მუდამ საინტერსოა ამ გუნდის ირგვლივ მიმდინარე სამუშაო პროცესზე საუბარი. რამდენიმე დღის წინ ბათუმში საქართველოს წლევანდელი ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც ახალი სეზონისთვის ნაკრების ბირთვი უნდა გამოკვეთილიყო.  
ქუთაისმა წლების განმავლობაში ქართულ წყალბურთს ბევრი ვარსკვლავი გაუზარდა - გივი ჩიქვანაია, ოთარ მიმინოშვილი, მურთაზ გულედანი. მოგვიანებით კი მსოფლიო დონის ვარსკვლავი რევაზ ჩომახიძე, რომელიც დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელია და საქართველოს ნაკრებშიც თამაშობს. 
იმერეთის რეგიონში დიდთოვლობის გამო ფეხბურთის თამაში ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა და ამის გამო 14 თებერვალს ჩასატარებელი იმერული დერბიც ("ზესტაფონი"- "ტორპედო") გადაიდო. ჭარბმა ნალექმა იმერეთის ფედერაციით ეგიდით მინიფეხბურთში ჩატარებულ  "იმერეთის თასსაც" (1996 წელს დაბადებულთა შორის) შეუქმნა პრობლემები. 
ქუთაისში დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებულ ტრადიციას არ უღალატეს და ქალაქის მერიაში ქუთაისის 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დაასახელეს. წლის ნომინანტების გამოვლენაში ჟურნალისტებთან ერთად ქალაქის ვიცე-მერი დავით გორდელაძე, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის, ქუთაისის საკრებულოს წევრები და ქალაქის სპორტული მუზეუმის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.