სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ ტელეფონი: 2 23 02 03

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : რაგბი თარიღი : 2013 მაისი 20
საქართველოს მორგაბეთა ნაკრების და ფრანგული „ტულონის" შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი „ჰაინეკენის თასის" გამარჯვებული გახდა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის "ჰაინეკენის თასის" ფინალში, დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის "ტულონმა", დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" 16:15 დაამარცხა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2013 აპრილი 29
ქართველი მორაგბეების ფრანგული გუნდები „კლერმონი" და „ტულონი" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ "ჰაინეკენის თასის" ფინალში  ითამაშებენ. 18 მაისს, დუბლინში, მთავარ პრიზს დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის "კლერმონი" დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის "ტულონს" შეეცილება და პირველად ქართველი მორაგბე ჰაინეკენის თასის ტურნირის გამარჯვებული გახდება, რომელიც ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგის ანალოგიური ტურნირია.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2013 აპრილი 15
საქართველოს მორაგბეთა 23-ე ჩემპიონატში გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო. საჩემპიონო პლეი ოფში გასული ექვსეულიდან ოთხმა (მესამე-მეექვსე ადგილოსნები), იმ გუნდების ვინაობა გაარკვიეს, რომლებიც თასისთვის ბრძოლას განაგრძობენ, ხოლო ორი დამარცხებული უმედლოდ დარჩა. პლეი ოფის პირველ მატჩში, მეოთხე-მეხუთე საფეხურზე მდგომი გუნდების შეხვედრაში, თბილისის „არმაზმა" დაძაბულ ბრძოლაში 23:18 „ჯიქები" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2013 აპრილი 01
საქართველოს 18 წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთში, ქალაქ გრენობლში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა. იტალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ, მე-5 ადგილისათვის შეხვედრაში პატარა "ბორჯღალოსნებმა" მე-5 ადგილისათვის მატჩში ძალების მობილიზება ვეღარ შეძლეს და უელსის 18-წლამდელთა ნაკრებთან 0:50 დამარცხდნენ.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2013 მარტი 29
29 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი და ნაკრების წევრი ლაშა ხმალაძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მდებარე ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ. მაჩხანელმა და ხმალაძემ ქართული სპორტის მუზეუმს ანთიმოზ ივერიელისა და ერთა თასის გამარჯვებულისთვის კუთვნილი თასი გადასცეს, ოღონდ ერთა თასის მომდევნო გათამაშების დასრულებამდე.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2013 მარტი 28
26 მარტს მიდი ოლიმპიკმა, ჯილდოს არსებობის ისტორიაში ოსკარით პირველად დააჯილდოვა ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მორაგბე, ბორჯღალოსნებისა და ფრანგული „მონპელიეს" ლიდერი - მამუკა გორგოძე.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2013 მარტი 27
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, გრენობლში, დაბა შამბერიში მიმდინარე ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ნახევარფინალში V-VIII ადგილებისათვის იტალია 17:12 დაამარცხა. იტალიასთან გამარჯვების შემდეგ, 18-წლამდელი "ბორჯღალოსნები" V ადგილისთვის 30 მარტს უელსის ნაკრებს შეხვდებიან.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2013 მარტი 25
საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალი შარშანდელ ფინალისტთან ირლანდიასთან ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 27:31 წააგო.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2013 მარტი 22
საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები დღეს ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში ირლანდიას დაუპირისპირდება. შეხვედრა საფრანგეთში გაიმართება.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2013 მარტი 18
18 მარტს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საპრესკონფერენციო დარბაზში რაგბის კავშირის პრესკონფერენცია გაიმართა. რაგბის კავშირმა და კომპანია RMG GOLD-მა ხელი მოაწერეს სასპონსორო ხელშეკრულებას, რაც ითვალისწინებს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორობის გაგრძელებას. სასპონსორო პაკეტი იმოქმედებს 2013 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე.
გვერდი 1 სულ 50