სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : რაგბი თარიღი : 2016 ივნისი 24
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნე გამარჯვებით დაასრულა: მილტონ ჰეიგის გუნდი სუვაში ფიჯის ნაკრებს გაეჯიბრა და 14:3 გაიმარჯვა! შეგახსენებთ: ფიჯი წყნარი ოკეანეთის თასის მფლობელი გახლავთ.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2016 ივნისი 23
ბარსელონა 24 ივნისს, "კამპ ნოუზე" საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალს მასპინძლობს. ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან დავით ხინჩეგაშვილის "მეტრო რასინგი" და მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძის, ლევან ჩილაჩავას და ირაკლი ნატრიაშვილის "ტულონი".
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2016 ივნისი 21
საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ მატჩში იტალიას 18:17 მოუგეს და პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2016 ივნისი 20
20-წლამდელთა მსოფლიოზე ყველა ადგილი თამაშდება, შესაბამისად უმცროს ბორჯღალოსნებს ალბათ ტურნირის ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი მატჩი ელით წინ - მეცხრე ადგილის ნახევარფინალი, რომელშიც ჩვენი ნაკრები იტალიელ თანატოლებს ერკინება.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2016 ივნისი 18
18 ივნისს, საქართველოს დროით 04:45 საათზე ბორჯღალოსნები ოკენათეის ტურნეს მეორე ტესტში ტონგელ ზღვის არწივებს, მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ერკინენ და 23:20 სძლიეს მეტოქეს და პირველად ურთიერთ შეხვედრების ისტორიაში წინ გავედით 3/2
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2016 ივნისი 13
შაბათს, 11 ივნისს, ქართული სარაგბო დღე შედგა. გამთენიას უფროსმა ბორჯღალოსნბებმა ოკეანეთის ტურნეს პირველი ტესტი გამართეს და მასპინძლ სამოასთან 19:19 დაასრულეს შეხვედრა. რამდენიმე საათის შემდეგ, კი უმცროსმა ბორჯღალოსნებმა, რომლებიც მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში ჩვენებური რაგბის ისტორიაში პირველად მონაწილეობენ, უელსელ თანატოლებს „ეომნენ" და მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით, 9:10 დათმეს შეხვედრა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2016 ივნისი 13
ფრედ დასრულდა ივნისის ტესტების პირველი მატჩი, რომელშიც მანუ სამოამ (გულადი სამოა) ბორჯღალოსნებს შინ აპიაში უმასპინძლა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2016 ივნისი 10
საქართველოს პირველ ისტორიულ ტესტმადე სამოას მიწაზე ორიოდ დღე რჩება - 11 ივნისს, საქართველოს დროით დილის 6 საათზე, ბორჯღალოსნები აპიას პარკ სთედიუმზე მანუ სამოას (გულადი სამოა) ერკინებიან. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2016 ივნისი 07
7 ივნისს, საქართველოს დროით 22:45 საათზე, ქართული რაგბის ისტორიაში პირველად უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო ახალგაზრდულ ელიტაში იბურთავებენ. პირველივე მატჩში ვერკინებით მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებს, ახალ ზელანდიელ 20-წლამდელებს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2016 ივნისი 03
3 ივნისს, თბილისში, გლდანის რაიონში რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.