სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სეუ-ს შვიდკაცა რაგბის გუნდი ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებში გამოვა

თარიღი: 2014 ივლისი 24



საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის შვიდკაცა რაგბის გუნდი „სეუ" 29-30 ივლისს ჰოლანდიის ქალაქ როტერდამში დაგეგმილ ევროპის საუნივერსიტეტო თამაშებში გამოვა. 24 ივლისს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ და კაპიტანმა გიორგი ჭყოიძემ პრესკონფერენცია გამართეს და გუნდის მზადების შესახებ ისაუბრეს.

პრესკონფერენციის დასულების შემდეგ მოხდა გუნდის სათამაშო ფორმის პრეზენტაცია. „სეუ"  2013 წელს ბულგარეთის დედაქალაქ  სოფიაში ჩატარებულ ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზეც  წარსდგა და პირველი ადგილი და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაწესებული ყველა ტიტული მოიპოვა. „სეუ"-მ ევროპის ჩემპონის ტიტული მოიპოვა, გუნდის მოთამაშეებმა მიიღეს - ტურნირის საუკეთესო მოთამაშის და ტურნირის ბომბარდირის ტიტული.


ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2018 იანვარი 11
საქართველოს რაგბის კავშირის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, თბილისის ‘არმია' მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იარსებებს. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2017 წელი გამარჯვებით დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" ამერიკელი "არწივები" დაძაბულ ბრძოლაში 21:20 დაამარცხეს და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრეს - 3:3.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 20
ბორჯღალოსნებმა სახელგანთქმულ ‘პრინსიფალითი სთედიუმზე' მასპინძელი უელსი დიდი წნეხის ქვეშ ამყოფეს, მაგრამ მეორედ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, არ გაგვიმართლა და ტიერ ერთის კიდევ ერთი გუნდი „გადაგვირჩა".
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 12
ბორჯღალოსნებმა თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში კანადა დამაჯერებლად დაამარცხეს (54:22) და ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დაამყარეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 25
სეუ-მ 2017 წლის საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაატარა და ოქროს მედლებს ზედიზედ მეხუთედ დაეუფლა.