სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ნოემბრის ტეტს-მატჩებისათვის

თარიღი: 2016 ნოემბერი 08

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, ის 30 მორაგბე შეარჩია რომელთა იმედიც ნოემბრის ტესტ-მატჩებზე ექნება. ამ სიას ემატება 5 სარეზერვო მოთამაშე, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში იქნებიან და საჭიროების შემთხვევაში თანაგუნდელების ჩანაცვლებას შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ 12 და 19 ნოემბერს, თბილისში, შესაბამისად იაპონიასა და სამოას ვმასპინძლობთ, ხოლო 26-ში შოტლანდიას ქილმარნოქში ვეწვევით. ორივე საშინაო თამაში მესხის სტადიონზე გაიმართება და 15 საათზე დაიწყება.

დღეიდან ბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია სტადიონის სალაროებში და მათი ფასი 3, 5 და 10 ლარია. ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია შემდეგ ბმულზე TKT.GE/Rugby

2016 წელს „ბორჯღალოსნებმა" რვა თამაში ჩაატარეს, აქედან 7 მოიგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. შედეგად, გუნდი მსოფლიო რეიტინგში აღზევდა სარეკორდო მე-11 ადგილზე. გუნდი მიზნად წლის დაუმარცხებლად ჩამთავრებას და მოწინავე 10-ეულში დამკვიდრებას ისახავს, რისთვისაც სტადიონზე ქომაგის მაქსიმალური რაოდენობა ჭირდება.

უშუალოდ მზადებას რაც შეეხება, სამწვრთნელო შტაბი ორი მაღალი დონის სპეციალისტით გაძლიერდა, ხოლო 38-კაციანმა გაფართოებულმა რაზმმა გასულ კვირაში ტულუზში სამდღიანი შეკრება გაიარა. შეკრების დასრულების შემდეგ, მწვრთნელმა ამ ეტაპზე სამი მოთამაშე დაითხოვა - კვაჭი გიორგი ჭყოიძე, მესამე ხაზელი გიორგი მჭედლიშვილი და მგეზავი რევაზ ჯინჭველაშვილი, ხოლო ხუთი თადარიგში გადაიყვანა - ვეტერანი მეორეხაზელი გიორგი ჩხაიძე, რომელიც ყვრიმალის ძვლის ტრავმას იშუშებს, მესამეხაზელები ბექა გორგაძე და საბა შუბითიძე, ჰავბექი ვაჟა ხუციშვილი და გარემარბი გიორგი ფრუიძე.

ამრიგად, 30-კაციან რაზმში სამი უკეპო მოთამაშე დარჩა - უკანახაზელები ანზორ სიჭინავა, გიორგი კოშაძე და კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი.

2015 წლის შემდეგ, გუნდს უბრუნდება ვასილ კაკოვინი, რომელმაც მსოფლიო თასი გამოტოვა. ივნისის ოკეანეთის ტურნეზე დაგვაკლდნენ და ამჯერად შეკრებაზე არიან მამუკა გორგოძე, ვიქტორ კოლელიშვილი, კონსტანტინე მიქაუტაძე, დუდუ ქუბრიაშვილი, ლევან ჩილაჩავა და მიხეილ ნარიაშვილი.

რაზმის დასახელებისას ჰეიგმა განაცხადა: „მაქვს პატივი ნოემბრის ტესტებზე უაღრესად გამოცდილი რაზმის იმედი მქონდეს. შემადგენლობაში სამი ადგილი ახალგაზრდა მორაგბეებისთვისაც გამოინახა. მათ ნაკრების კვართით ჯერ არ უთამაშიათ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენს ვარჯიშებს დამატებით ენერგიას შემატებენ.

"წინ სამი ურთულესი თამაში გველის და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ მენტალურად, რადგან იაპონიამ, სამოამ და შოტლანდიამ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ მაღალი დონის გუნდები არიან. მათი შესრულებით არაერთი სენსაციის მომსწრენი გავმხდარვართ და გულშემატკივრებთან ერთად, ძალთა სრული მობილიზება უნდა მოვახდინოთ.

"გასულ კვირაში, ტულუზში, სამდღიანი ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. მოთამაშეებმა უმოკლეს დროში მოახერხეს სისტემების გათავისება და ჩვენი, როგორც მწვრთნელების იმედები გაამართლეს. ფიზიკურად ყველა მორაგბე იდეალურ ფორმაშია და ეს წარმატებული კამპანიის დასაწყებად მშვენიერი წინაპირობაა".

ბორჯღალოსნების რაზმი 2016 წლის შემოდგომის ტესტებზე

ყველა ბორჯღალოსანი და ტესტი 1989-2016

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

 

უკანა ხაზი [ბექები]

15

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

95

14ლ 128გ 136ჯ 3ა [743 ქ] 4სბ

15

ბექა წიკლაური 

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1989

24

4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ]

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

57

7ლ 2სბ

გიორგი აფციაური

ლოკომოტივი [საქ დ 10] 

1994

19

ანზორ სიჭინავა

აკადემია [საქ დ 10]

1995

0

:

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

95

20ლ [4 კაპ] 2სბ

მერაბ შარიქაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

44

8ლ [1 კაპ]

თამაზ მჭედლიძე

აჟენ [სფრ პრო დ2]

1993

42

6ლ სბ

გიორგი კოშაძე

რუსთავის ხარები [საქ დ 10] 

1996 0

:

10

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

70

4ლ 38გ 25ჯ 3ა [180 ქ] 2სბ

10

ლაშა ხმალაძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1988

47

7ლ 4გ [43 ქ]

9

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

48

2სბ

9

ვასილ ლობჟანიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

15

:

შერკინება [ფორვარდები]

1

მიხეილ ნარიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1990

36

2ლ სბ

1

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

26

8ლ 2სბ

1

ვასილ კაკოვინი

ტულუზ [სფრ ტოპ 14]

1989 24

ლ  სბ

2

ჯაბა ბრეგვაძე

ვუსთერ [ინგ პრემ]

1987

37

ლ 2სბ

2

ბადრი ალხაზიშვილი

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1995 0

:

3

დუდუ ქუბრიაშვილი

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1986

42

2ლ წბ 2სბ

3

ლევან ჩილაჩავა

ტულონ [სფრ ტოპ14]

1991

28

3ლ

3

კახა ასიეშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1987

24

2ლ

2ხ

გიორგი ნემსაძე

ბრისთოლ [ინგ პრემ]

1984

62

12ლ 4სბ

2ხ

კოტე მიქაუტაძე

მონპელიე [სფრ ტოპ 14]

1991

42

2ლ 2სბ

2ხ

ნოდარ ჭეიშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1990

4

:

3ხ

მამუკა გორგოძე

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1984

66

26ლ [8 კაპ] 5სბ

3ხ

შალვა სუთიაშვილი

ანგულემ [სფრ პრო დ2]

1984

60

2ლ [15 კაპ] 3სბ

3ხ

ვიტო კოლელიშვილი

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1989 36

3ლ [1 კაპ] 2წბ 5სბ

3ხ

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

30

6ლ სბ

3ხ

ლაშა ლომიძე

ბეზიე [სფრ პრო დ2]

1992

23

5ლ სბ

3ხ

ბექა ბიწაძე 

შონბრი [სფრ ფედ1] 

1991

17

3ლ

რეზერვი

გიორგი ფრუიძე

ქუთაისის ბაგრატი [საქ დ 10] 

1994

11

9

ვაჟა ხუციშვილი

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1993

22

:

2ხ

გიორგი ჩხაიძე

დომონ [სფრ ფედ2]

1981

94

10ლ [1 კაპ] 6სბ

3ხ

საბა შუბითიძე

აკადემია [საქ დ 10]

1994

7

:

3ხ

ბექა გორგაძე

მონ'დე'მარსან [სფრ პრო დ2]

1996

7

ლ სბ

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2018 იანვარი 11
საქართველოს რაგბის კავშირის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, თბილისის ‘არმია' მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იარსებებს. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2017 წელი გამარჯვებით დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" ამერიკელი "არწივები" დაძაბულ ბრძოლაში 21:20 დაამარცხეს და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრეს - 3:3.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 20
ბორჯღალოსნებმა სახელგანთქმულ ‘პრინსიფალითი სთედიუმზე' მასპინძელი უელსი დიდი წნეხის ქვეშ ამყოფეს, მაგრამ მეორედ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, არ გაგვიმართლა და ტიერ ერთის კიდევ ერთი გუნდი „გადაგვირჩა".
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 12
ბორჯღალოსნებმა თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში კანადა დამაჯერებლად დაამარცხეს (54:22) და ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დაამყარეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 25
სეუ-მ 2017 წლის საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაატარა და ოქროს მედლებს ზედიზედ მეხუთედ დაეუფლა.