სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

'ჩაერთე რაგბიში' - სასკოლო რაგბის ახალი პროექტი იწყება

თარიღი: 2016 ნოემბერი 09

9 ნოემბერს, შევარდენის რაგბის აკადემიის სტადიონზე სასკოლო რაგბის პროექტის - "ჩაერთე რაგბიში" ("Get Into Rugby") პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც საქართველოს რაგბის კავშირი კომპანია "ნატახტარის" მხარდაჭერით ახორციელებს.

პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას პროექტის დეტალები გააცნეს და მედიის წარმომადგენლების კითხვებს უპასუხეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ, რაგბის ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კაჭარავამ, კომპანია "ნატახტარის" კორპორაციულმა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა. პრეზენტაციას მორაგბეთა ნაკრების წევრები, გუშემატკივრები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

ოფიციალური სიტყვით გამოსვლების შემდეგ, მხარეებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი კომპანია ნატხატარის, რაგბის კავშირისა და ასევე ასოციაციის ხელმძღვანელებმა მოაწერეს, ასევე გაიმართა საჩვენებელი თამაში პროექტში ჩართულ ბავშვებს შორის.



პროექტის „ჩაერთე რაგბიში" მიზანია რაგბის, როგორც სპორტის სახეობისა და ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. გამომდინარე იქიდან, რომ პროექტში ჩართულნი არიან სკოლის მოწაფეები, წესებიც მათზე მორგებული და უსაფრთხოა.

პროექტში 2017 წელს ჩაერთვება მთლიანობაში 169 სკოლა და გადამზადდება 300 სპორტის მასწავლებელი, რომლებიც უშუალოდ იმუშავებენ 3500-ზე მეტ ბავშვთან. ამ ეტაპზე 150 სკოლა უკვე მონაწილეობს „ჩაერთე რაგბიში"-ის აქტვიობებში და 86 პედაგოგმა გაიარა გადამზადების სრული კურსი. ამასთან, 20-მა ინსტრუქტორმა გაიარა სპეციალური ტრენინგი სპორტის მასწავლებლებთან სამუშაოდ.

პროექტის „ჩაერთე რაგბიში" ფარგლებში 2017 წელს თბილისის ყველა სკოლის მასშტაბით გაიმართება ფესტივალი „ნატახტარის ლიმონათის თასი".

პროექტი „ჩაერთე რაგბიში" (Get into Rugby) „ევროპა რაგბის" რეკომენდაციითა და სტანდარტებით ხორციელდება.



ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2018 იანვარი 11
საქართველოს რაგბის კავშირის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, თბილისის ‘არმია' მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იარსებებს. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2017 წელი გამარჯვებით დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" ამერიკელი "არწივები" დაძაბულ ბრძოლაში 21:20 დაამარცხეს და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრეს - 3:3.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 20
ბორჯღალოსნებმა სახელგანთქმულ ‘პრინსიფალითი სთედიუმზე' მასპინძელი უელსი დიდი წნეხის ქვეშ ამყოფეს, მაგრამ მეორედ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, არ გაგვიმართლა და ტიერ ერთის კიდევ ერთი გუნდი „გადაგვირჩა".
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 12
ბორჯღალოსნებმა თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში კანადა დამაჯერებლად დაამარცხეს (54:22) და ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დაამყარეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 25
სეუ-მ 2017 წლის საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაატარა და ოქროს მედლებს ზედიზედ მეხუთედ დაეუფლა.