სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები იაპონიასთან დამარცხდა - 22:28

თარიღი: 2016 ნოემბერი 14



საქართველოს მორაგბეთა ნაკრები  მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 12 ნოემბერს გამართულ საერთაშორისო ტესტ-მატჩში იაპონიის ნაკრებთან 22:28 დამარცხდა და მსოფლიოს რეიტინგის საუკეთესო ათეულში შესვლის შანსი დაკარგა.

"ბორჯღალოსნებმა" შეხვედრის პირველი ტაიმის 12:8 მოგება შეძლეს, ქართველი მორაგბეები ტერიტორიულ უპირატესობას მთელი მატჩის გამავლობაში ფლობდნენ, თუმცა რამდენიმე უხეში შეცდომის შემდეგ, მეტოქეს დაწინაურების საშუალება მისცეს, საბოლოოდ 4 ლელო გაუშვეს და დაძაბული დაპირისპირება 6 ქულის სხვაობით დათმეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან ლელოები ვიქტორ კოლელიშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ და ბექა ბიწაძემ გაიტანეს, 2 გარდასახვა და 1 საჯარიმო კი მერაბ კვირიკაშვილის ანგარიშზეა.

შემდეგ შეხვედრას საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თბილისში 19 ნოემბერს სამოას წინააღმდეგ გამართავს, მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15:00 საათზე დაიწყება.

ნოემბრის თვის საერთაშორისო ტესტ-მატჩების სერიას "ბორჯღალოსნები" 26 ნოემბერს შოტლანდიასთან გასვლითი მატჩით დაასრულებენ.

იხილეთ მატჩის სრული მიმოხილვა და კომენტარები რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-საიტზე





ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2018 იანვარი 11
საქართველოს რაგბის კავშირის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, თბილისის ‘არმია' მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იარსებებს. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2017 წელი გამარჯვებით დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" ამერიკელი "არწივები" დაძაბულ ბრძოლაში 21:20 დაამარცხეს და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრეს - 3:3.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 20
ბორჯღალოსნებმა სახელგანთქმულ ‘პრინსიფალითი სთედიუმზე' მასპინძელი უელსი დიდი წნეხის ქვეშ ამყოფეს, მაგრამ მეორედ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, არ გაგვიმართლა და ტიერ ერთის კიდევ ერთი გუნდი „გადაგვირჩა".
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 12
ბორჯღალოსნებმა თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში კანადა დამაჯერებლად დაამარცხეს (54:22) და ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დაამყარეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 25
სეუ-მ 2017 წლის საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაატარა და ოქროს მედლებს ზედიზედ მეხუთედ დაეუფლა.