სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ახალგაზრდა ბორჯღალონების გამარჯვება შოტლანდიის 19-წლამდელთა ნაკრებთან - 21:17

თარიღი: 2016 ნოემბერი 24



უკვე ტრადიციად იქცა - 23 ნოემბერს ბორჯღალოსნები თამაშს აუცილებლად იგებენ და გიორგობა დღეს ქართველ ერს ლამაზ საჩუქარს უძღვნიან.  ეს ტრადიცია გუშინ უმცროსმა ბორჯღალოსნებმა გააგრძელეს, რომლებიც 19-წლამდე შოტლანდიას, ბრიტანული ტურნეს მეორე მატჩისთვის ესტუმრნენ და 21-17 დაამარცხეს მასპინძლები.

იხილეთ ფოტოგალერეა

ორივე ნაკრები 2017 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. ორივე გუნდი 18 და 19 წლამდე მორაგბეებით იყო დაკომპლექტებული. მასპინძლების თხოვნით მატჩს 19-წლამდელთა დაპირისპირება დაერქვა, რის გამოც შერკინებაში მიწოლა არ ყოფილა.

ტურნეს პირველი მატჩი უმცროსმა ბორჯღალოსნებმა 19 ნოემბერს ჩრდილოეთ ირლანდიაში, ალსთერის თანატოლთა გუნდის წინააღმდეგ გამართეს და 27-12 იმარჯვეს, ახლა კი, ბევრად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს სძლიეს.

"უმცროსების" საქომაგოდ და გასამხნევებლად, ედინბურგში, მეგეთლენდის სპორტული კომპლექსის მოედანზე გამართულ მატჩს უფროსი ბორჯღალოსნები და სამწვრთნელო შტაბი დაესწრო. "უფროსები" უკვე დღეს აიღებენ გლაზგოსკენ გეზს და 26-ის თამაშისთვის იქ განაგრძობენ მზადებას. უმცროს ბორჯღალოსნებს ასევე ქომაგობდნენ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე და ვიცე-პრეზიდენტი გიორგი გორგასლიძე, ასევე, ბორჯღალოსნების ყოფილი მთავარი მწვრთნელი რიჩი დიქსონი.

თამაში კარგი სანახავი გამოდგა და ანგარიში გელა აფრასიძის ჯარიმით გავხსენით, ხოლო აკაკი ტაბუცაძემ ლელო დაამიწა და ტაიმი 8:0 დასრულდა. მეორე ტაიმში შოტლანდიამ ინიციატივის დაუფლება მოახერხა. უმცროსი ბორჯღალოსნები ორჯერ დაისაჯნენ სინბინით და მეტოქემ დაწინაურება მოახერხა, თუმცა მერე ყველაფერი დალაგდა, როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში და ლამაზი და დინამიური იერიშის შედეგად, რომელშიც მორკინალებთან ერთად ხაზის მოთამაშეებიც მონაწილეობდნენ, დავით მესხმა ლელო დაამიწა.

მესამე ლელო შეცვლაზე შესული ბექა მამუკაშვილის ანგარიშზეა, ხოლო საბოლოო შედეგი ჯარიმით თედო აბჟანდაძემ დააფიქსირა - 21-17. დასკვნით წუთებში შოტლანდია გამარჯვების ლელოს დადებას შეეცადა, ჩვენს 22-ში და ლელოს ხაზიდან 5-მეტრში დიდი მონდომებით უტია, თუმცა გაუვალ დაცვას წააწყდა.

ამრიგად, ბრიტანული ტურნე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ორი მოგებით დაასრულეს და შინ კარგ ხასიათზე ბრუნდებიან. კონკრეტულად ამ თამაშით და ზოგადად ტურნეთი კმაყოფილია გუნდის მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე:

"სასიამოვნოა ბრიტანული ტურნე ასე კარგად რომ დავასრულეთ. დღევანდელი თამაშის დებიუტი მძიმე გამოდგა, თუმცა დაცვაში აგრესიულად და სტაბილურად თამაშის ხარჯზე უპირატესობა მოვიპოვეთ, მეტოქის შეცდომები გამოვიყენეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ.

"შეცდომები ჩვენც გვქონდა. ამ ტურნეს მიზანი სწორედ ის იყო, რომ სუსტი წერტილები აღმოგვეჩინა და მსოფლიოს ჩემპიონატამდე მათ გამოსწორებაზე გვეზრუნა. მეორე ტაიმში სინბინით ორჯერ დავისაჯეთ და ამან დაგვასუსტა, მეტოქემ სამი ლელოს დადება მოახერხა, თუმცა ბოლოს დავლაგდით და თამაში ღირსეულად დავასრულეთ. ტურნემ დაგვანახა, რომ გუნდში 9 და 10 ნომრების პრობლემა არ გვაქვს. ამ ბიჭებს თამაშის გაძღოლა შესანიშნავად შეუძლიათ"

WWW.RUGBY.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2018 იანვარი 11
საქართველოს რაგბის კავშირის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, თბილისის ‘არმია' მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იარსებებს. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2017 წელი გამარჯვებით დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" ამერიკელი "არწივები" დაძაბულ ბრძოლაში 21:20 დაამარცხეს და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრეს - 3:3.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 20
ბორჯღალოსნებმა სახელგანთქმულ ‘პრინსიფალითი სთედიუმზე' მასპინძელი უელსი დიდი წნეხის ქვეშ ამყოფეს, მაგრამ მეორედ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, არ გაგვიმართლა და ტიერ ერთის კიდევ ერთი გუნდი „გადაგვირჩა".
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 12
ბორჯღალოსნებმა თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში კანადა დამაჯერებლად დაამარცხეს (54:22) და ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დაამყარეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 25
სეუ-მ 2017 წლის საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაატარა და ოქროს მედლებს ზედიზედ მეხუთედ დაეუფლა.