სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

რაგბი ევროპის ჩემპიონატის სასტარტო მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დასახელდა

თარიღი: 2017 იანვარი 26

ბორჯღალოსნები 2017 წლის ‘რაგბი ევროპის ჩემპიონატს' საფუძვლიანად განახლებული რაზმით იწყებენ - 11 თებერვალს საქართველოს ნაკრები ბელგიას ეწვევა, ხოლო 19 თებერვალს, წლის პირველი საშინაო მატჩში, რუსთავის სტადიონზე, 15 საათზე, გერმანიას მივიღებთ.

სრული განრიგი >>>

საქართველომ იაპონიაში, 2019 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობა 2015 წელსვე, ბრიტანეთში, უკეთეს 12 გუნდში მოხვედრით დაიბევა.

წელს და გაისად ‘რაგბი ევროპის ჩემპიონატის' ყველა სხვა მონაწილე იაპონიის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის, მაგრამ ჩვენთან რკენის შედეგი შესარჩევი ტურნირის ცხრილში არ ეთვლება. ამიტომ, ევროპულ თამაშებს ახალგაზრდების გამოსაცდელად გამოვიყენებთ.

მილთონ ჰეიგი, ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი:

"ჩვენ მიზანს, რა თქმა უნდა, ტურნირის მოგება წარმოადგენს, სხვა მხრივ კი გვინდა, რომ სათამაშო პოზიციებზე „სიღრმე" -- კონკურენცია შევქმნათ და ახალგაზრდა მორაგბეებს შანსი მივცეთ.

"წლევანდელ გათამაშებაში უნდა ვცადოთ სტილის განვითარება და თამაშიც უფრო თანმიმდევრული გავხადოთ. ასევე მნიშვნელოვანია შეტევითსა და დაცვით სტილებში სიახლეთა შეტანა"

რადიკალური გზა

ჰეიგმა შარშან, 11 ტესტში სულ 5 ახალბედა გამოსცადა, 2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისთვის (ბელგიის და გერმანიის წინააღმდეგ) კი, 31-კაცა რაზმში, ერთბაშად 8 უკეპო შეიყვანა.  თუ ბელგია-გერმანიასთან ყველანი ითამაშებენ, ბორჯღლოსანთა ამქარის წევრთა რიცხვი 249-მდე ავა.

"პირველი ორი მატჩისთვის ახალგაზრდები შევარჩიეთ, რაც მათ კარგ შესაძლებლობას მისცემს, სამწვრთნელო შტაბს უნარები დაანახონ.  ვინაიდან ჩვენი მზერა 2019 წლის მსოფლიოს თასისკენაა მიმართული, ცხადია, ეს შანსი სამომავლოდ მათი შერჩევის პროცესის დასაწყისია.

"ამ ბიჭებმა უნდა გაითავისონ, რომ მათ ყოველ ქმედებას თვალს მივადევნებთ არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მის მიღმაც.  საქმისადმი მათ მიდგომასა და პროფესიონალიზმს მიკროსკოპით დავაკვირდებით" -- რაზმში გამოძახებული ახალბედების შესახებ შენიშნა ჰეიგმა.

ახალი სეზონის სტარტზე არ ითამაშებს 2016 წლის ნოემბრის ტესტების 15 მონაწილე, ანუ თითქმის მთელი ძირითადი შემადგენლობა.

დიახ, მწვრთნელი რისკავს, მაგრამ მის თამამ არჩევანს ზურგს უმაგრებს ისტორია -- ორივე მეტოქეს ბევრად ვჯობივართ:

საქართველო - ბელგია (2013-2014)
2 ტესტი (1 შინ - 1 გარეთ)
2-0 (52:13, ლელოებით 8/1)

საქართველო - გერმანია (1995-2016)
5 ტესტი (3 შინ - 2 გარეთ)
5-0 (252:26, ლელოებით 37/3)

ისიც სათქმელია, რომ ამ, ექსპერიმენტულ რაზმშიც საკმაოდ არიან გამოცდილი ლიდერები: კვირიკაშვილი, კაჭარავა, მალაღურაძე, ხმალაძე, ბეგაძე და ნემსაძე, ახალბედა პირველ-ხაზელები კი, იმედია, წინა-მორბედთა ჩაყრილ ტრადიციას უპრობლემოდ გააგრძელებენ და მეტოქეს დაჯაბნიან.

ბელგიამდე საფრანგეთში

ბორჯღალოსნები 2017 წლის ‘რაგბი ევროპის ჩემპიონატის' პირველი ორი მატჩისთვის შეკრებას 4 თებერვალს, საფრანგეთში დაიწყებენ.  გუნდი ტულუზაში 9 თებერვლამდე დარჩება, მერე გეზს ბრიუსელისკენ აიღებს და ბელგიას 11 თებერვალს, საქართველოს დროით 18 საათზე შეერკინება.

ნაკრები შინ 13 თებერვალს დაბრუნდება და გერმანიასთან მატჩისთვის ‘შევარდენის' სანაკრებო ბაზაზე მოემზადება. 19 თებერვლის თამაში რუსთავში გაიმართება და 15 საათზე დაიწყება. 

საქართველოს ბორჯღალოსნები

2017 წლის "რაგბი ევროპა" - ბელგია (11/02) და გერმანია (19/02)

ყველა ბორჯღალოსანი და ტესტი 1989-2016

No

სახელი და გვარი

კლუბი

დაბ

ბრჯ

მონაგარი

 

უკანა ხაზი [ბექები]


15

მერაბ კვირიკაშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1983

98

14ლ 132გ 141ჯ 3ა [766 ქ] 4სბ

15

ბექა წიკლაური 

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1989

25

4ლ 11გ 15ჯ 2ა [93 ქ]

სანდრო თოდუა

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1987

59

7ლ 2სბ

გიორგი ფრუიძე

ქუთაისის ბაგრატი [საქ დ 10] 

1994

11

ანზორ სიჭინავა

აკადემია [საქ დ 10]

1995

1

სბ

დავით კაჭარავა

ენისეი [რუს სუპერ]

1985

96

20ლ [4 კაპ] 2სბ

მერაბ შარიქაძე

ორიაკ [სფრ პრო დ2]

1993

47

8ლ [1 კაპ]

გიორგი კოშაძე

რუსთავის ხარები [საქ Iლ] 

1996

1

:

ბადრი ლიპარტელიანი

არმაზი [საქ დ 10]

1995

0

:

10

ლაშა მალაღურაძე

კრასნი იარ [რუს სუპერ]

1986

73

4ლ 38გ 25ჯ 3ა [180 ქ] 2სბ

10

ლაშა ხმალაძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1988

48

7ლ 4გ [43 ქ]

10

რევაზ ჯინჭველაშვილი

ქუთაისის ბაგრატი [საქ დ 10] 

1995

2

:

9

გიორგი ბეგაძე

ბოლნისის ყოჩები [საქ დ 10]

1986

51

2სბ

9

ვაჟა ხუციშვილი

ლოკომოტივი [საქ დ 10]

1993

22

:

9

გელა აფრასიძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1998

0

:

შერკინება [ფორვარდები]

1

ზურაბ ჟვანია

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1991

26

8ლ 2სბ

1

თორნიკე მატარაძე

ლიონ [სფრ ტოპ 14]

1996

0

:

2

ბადრი ალხაზაშვილი

ტულონ [სფრ ტოპ 14]

1995

2

:

2

გიორგი ჭყოიძე

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1991

0

:

3

გიორგი მელიქიძე

სტად ფრანსეზ [სფრ ტოპ 14]

1996

2

:

3

სოსო ბეკოშვილი

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1993

0

:

3

ლაშა ტაბიძე

ბორდო [სფრ ტოპ 14] 

1997

0

:

2ხ

გიორგი ნემსაძე

ბრისთოლ [ინგ პრემ]

1984

65

12ლ 4სბ

2ხ

ნოდარ ჭეიშვილი

ლელო სარასენს [საქ დ 10]

1990

4

:

3ხ

გიორგი თხილაიშვილი

ბათუმი [საქ დ 10]

1991

33

6ლ სბ

3ხ

ლაშა ლომიძე

ბეზიე [სფრ პრო დ2]

1992

25

5ლ სბ

3ხ

საბა შუბითიძე

აკადემია [საქ დ 10]

1994

7

:

3ხ

ბექა გორგაძე

მონ’დე’მარსან [სფრ პრო დ2]

1996

7

ლ სბ

3ხ

ოთარ გიორგაძე

კლერმონ [სფრ ტოპ 14]

1996

2

3ხ

გიორგი მჭედლიშვილი

გორის ჯიქი [საქ დ 10] 

1993

0

:

3ხ

გიორგი ცუცქირიძე

ბრივ [სფრ ტოპ 14]

1996

0

:


WWW.RUGBY.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2018 იანვარი 11
საქართველოს რაგბის კავშირის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, თბილისის ‘არმია' მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იარსებებს. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2017 წელი გამარჯვებით დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" ამერიკელი "არწივები" დაძაბულ ბრძოლაში 21:20 დაამარცხეს და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრეს - 3:3.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 20
ბორჯღალოსნებმა სახელგანთქმულ ‘პრინსიფალითი სთედიუმზე' მასპინძელი უელსი დიდი წნეხის ქვეშ ამყოფეს, მაგრამ მეორედ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, არ გაგვიმართლა და ტიერ ერთის კიდევ ერთი გუნდი „გადაგვირჩა".
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 12
ბორჯღალოსნებმა თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში კანადა დამაჯერებლად დაამარცხეს (54:22) და ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დაამყარეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 25
სეუ-მ 2017 წლის საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაატარა და ოქროს მედლებს ზედიზედ მეხუთედ დაეუფლა.