სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ბელგია 31:6 დაამარცხა (ვიდეო)

თარიღი: 2017 თებერვალი 13

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "რაგბი ევროპის" გათამაშება გამარჯვებით გახსნა. მილტონ ჰეიგის გაწვრთნილმა გუნდმა 11 თებერვალს ბრიუსელში ბელგიის ნაკრები 31:6 დაამარცხა. "ბორჯღალოსნებმა" გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს, გამოუცდელი მოთამაშეები განსაკუთრებით შერკინებაში ჭარბობდნენ, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა ამ კომპონენტში მეტოქე მაინც ულაპარაკოდ დაჩაგრა და ბელგიას ბონუსით აჯობა, ანუ 4 ლელო დაუდო. (იხილეთ ფოტოგალერეა) 

ერთ საჯარიმო ლელოს, კიდევ სამი გიორგი თხილაიშვილმა, გიორგი კოშაძემ და ბექა გორგაძემ მიამატეს. "ბორჯღალოსნები" მეორე ტურის შეხვედრას რუსთავში 19 თებერვალს გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ, რომელმაც პირველ ტურში მოულოდნელად რუმინეთს 41:38 მოუგო. პირველი წრის კიდევ ერთ შეხვედრაში გამარჯვება ესპანეთის ნაკრებს დარჩა. ესპანელებმა დაძაბულ შეხვედრაში რუსეთს 16:6 სძლიეს.

11 თებერვალი. ბრიუსელი. "პატარა ეიზელი". რაგბი ევროპის ჩემპიონატი.
ბელგია - საქართველო 6:31

ბელგია: მეუსი, დაუსეთი, პირონი, ბრებანი, რეინარტი, კ. უილიამსი, ბერჟე, სოტო, დიენსტი, დე კლერკი, კორადი, ვერვორტი, ვან ლარი, ლესკარბურა, დემოლდერი
შეცვლაზე შევიდნენ: დიუბუა, დებატი, დე ბაკერი, ბილი, ბენუა, ბონტემი, ა. უილიამსი, კოკუ

საქართველო: კვირიკაშვილი, ფრუიძე, კოშაძე, შარიქაძე, თოდუა, ხმალაძე, ბეგაძე, თეთრაშვილი, ალხაზაშვილი, მელიქიძე, ნემსაძე, ჭეიშვილი, ლომიძე, თხილაიშვილი, გორგაძე
შეცვლაზე შევიდნენ: წიკლაური, მალაღურაძე, ხუციშვილი, ჭყოიძე, მატარაძე, ბეკოშვილი, გიორგაძე, ცუცქირიძე

4 ლელო: თხილაიშვილი, კოშაძე, საჯარიმო, გორგაძე
4 გარდასახვა: კვირიკაშვილი (3), მალაღურაძე
1 ჯარიმა: კვირიკაშვილი
1 სინბინი: კვირიკაშვილი

I ტური
გერმანია - რუმინეთი 41:38
ესპანეთი - რუსეთი 16:6

II ტური
საქართველო - გერმანია
რუმინეთი - ესპანეთი
ბელგია - რუსეთი

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2018 იანვარი 11
საქართველოს რაგბის კავშირის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, თბილისის ‘არმია' მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იარსებებს. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2017 წელი გამარჯვებით დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" ამერიკელი "არწივები" დაძაბულ ბრძოლაში 21:20 დაამარცხეს და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრეს - 3:3.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 20
ბორჯღალოსნებმა სახელგანთქმულ ‘პრინსიფალითი სთედიუმზე' მასპინძელი უელსი დიდი წნეხის ქვეშ ამყოფეს, მაგრამ მეორედ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, არ გაგვიმართლა და ტიერ ერთის კიდევ ერთი გუნდი „გადაგვირჩა".
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 12
ბორჯღალოსნებმა თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში კანადა დამაჯერებლად დაამარცხეს (54:22) და ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დაამყარეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 25
სეუ-მ 2017 წლის საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაატარა და ოქროს მედლებს ზედიზედ მეხუთედ დაეუფლა.