სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

პირველად საქართველოში - 31 მაისს 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო თასი იწყება

თარიღი: 2017 მაისი 30



31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო თასს მასპინძლობს. მსოფლიო თასი რაგბიში პროექტის - Check in Georgia ფარგლებში იმართება.

იხილეთ მსოფლიო თასის ჯგუფები და მატჩების განრიგი

მსოფლიო ჩემპიონატზე 12 უძლიერესი ნაკრები მიიღებს მონაწილეობას, ჯგუფური ეტაპის მატჩები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება, პლეი-ოფის შეხვედრებს, ასევე ნახევარფინალებსა და ფინალებს კი თბილისის „ავჭალის" რაგბის სტადიონი და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებენ.

აღსანიშნავია, რომ რაგბიში ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის ტურნირისთვის ჩვენს ქვეყანას აქამდე არასდროს უმასპინძლია და ზოგადად ქართული სპორტისთვის 20-წლამდელთა მსოფლიო თასი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. საქართველოში ითამაშებენ მსოფლიოს საუკეთესო სარაგბო ნაკრებები: ინგლისი, ირლანდია, ავსტრალია, უელსი, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, არგენტინა, საფრანგეთი, შოტლანდია, საქართველო, იტალია და სამოა.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ჯგუფური ეტაპის შეხვედრებს „ავჭალის" რაგბის სტადიონზე გამართავს. C ჯგუფში 31 მაისს უმცროს ბორჯღალოსანთა მეტოქე არგენტინა იქნება, 4 ივნისს სამხრეთ აფრიკა, 8 ივნისს კი საფრანგეთი. საქართველოს ნაკრების სამივე მატჩი 18:00 საათზე დაიწყება, პირდაპირი ტრანსლაცია კი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადაიცემა.

იხილეთ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა

20-წლამდელთა ჩემპიონატზე ყველა ადგილი გათამაშდება, ჩემპიონობისთვის ჯგუფების 3 პირველადგილოსანი და ასევე საუკეთესო მე-2 ადგილოსანი გააგრძელებენ ბრძოლას, დანარჩენი 8 გუნდი კი შესაბამისად მე-5-7 და მე-9-11 ადგილებისთვის ითამაშებს. ბოლო, მე-12 ადგილზე გასული გუნდი  საუკეთესო 12 ნაკრებს შორის ადგილს დაკარგავს და მომავალ წელს „ალაფაზე" დაქვეითდება.

„ა" ჯგუფში ითამაშებენ - ინგლისი, ავსტრალია, უელსი და სამოა. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 31 მაისს, 4 და 8 ივნისს ‘ავჭალის' სარაგბო სტადიონზე გაიმართება;

„ბ" ჯგუფში ითამაშებენ -  ირლანდია, ახალი ზელანდია, შოტლანდია და იტალია. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 31 მაისს, 4 და 8 ივნისს ქუთაისში ‘აია არენაზე' გაიმართება;

„გ" ჯგუფში ითამაშებენ - არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, საფრანგეთი და საქართველო. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 31 მაისს, 4 და 8 ივნისს ‘ავჭალის' სარაგბო სტადიონზე გაიმართება;

მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყბლის პირველ არხზე გადაიცემა, თამაშების ხილვა ასევე შესაძლებელი იქნება ტელეარხზე "რაგბი TV".

20-წლამდელთა შორის მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი ინგლისის ნაკრებია. ინგლისელებმა 2016 წელს მანჩესტერში გამართული მსოფლიო თასის ფინალში ირლანდია 45:21 დაამარცხეს.  მე-3 ადგილისთვის შეხვედრაში ერთმანეთს სამხრეთ აფრიკა და არგენტინა შეხვდნენ, არგენტინელებმა მეტოქეს 49:19 სძლიეს და 20-წლამდელთა ჩემპიონატზე პირველად მოიპოვეს ბრინჯაოს მედლები.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა 2016 წლის ჩემპიონატზე მე-10 ადგილის დაკავება შეძლო. ახალგაზრდა „ბორჯღალოსნები" ჯგუფში ახალ ზელანდიასთან (0:55) უელსთან (9:10) და ირლანდიასთან (7:35) დამარცხდნენ, მე-9 ადგილის ნახევარფინალში იტალიას 18:17 სძლიეს, მე-9 ადგილის ფინალში კი საფრანგეთთან მხოლოდ 3 ქულით წააგეს - 24:27.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი ‘მსოფლიო რაგბის' მიერ ორგანიზებულ ტურნირებს შორის მნიშვნელობით მეორე ადგილზეა (მსოფლიო თასის შემდეგ) და ის წელს მეათედ გაიმართება. აქამდე ჩატარებული 9 ჩემპიონატიდან 5 ახალმა ზელანდიამ მოიგო, 3 ინგლისმა და ერთი სამხრეთ აფრიკამ.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 12
ბორჯღალოსნებმა თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში კანადა დამაჯერებლად დაამარცხეს (54:22) და ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დაამყარეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 25
სეუ-მ 2017 წლის საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაატარა და ოქროს მედლებს ზედიზედ მეხუთედ დაეუფლა. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 19
22-23 ივლისს მოსკოვი ქვიშის რაგბიში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას საქართველოს ქვიშის რაგბის  კაცთა და ქალთა ნაკრებები მიიღებენ
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 12
ერთი თვეც არ გასულა რაც საქართველოში გამართული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი დასრულდა და ჩვენმა ქვეყანამ პირველი ნაყოფი უკვე მიიღო. გაისად მაისში, 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ გაიმართება ტურნირი, რომელშიც უმცროსი ბორჯღალოსნები ექვსი ერის წარმომადგენლებთან ითამაშებს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივნისი 26
ბორჯღალოსნებს ‘პუმებთან' აქამდე გამართულ ოთხ მატჩში სულ ერთი ლელო ჰქონდათ დადებული, დღეს კი არგენტინას ბურთი 4-ჯერ დაუმიწეს, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - 29:45.