სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ზირაქაშვილი, კოლელიშვილი და გიორგაძე საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ

თარიღი: 2017 ივნისი 05



საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის 2016-2017 წლის სეზონის გამარჯვებული დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილისა და ოთია გიორგაძის კლერმონი გახდა. კლერმონმა ფინალში 22:16 დაამარცხა ტულონი, რომლის ღირსებასაც მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა, ბადრი ალხაზაშვილი და შალვა მამუკაშვილი იცავენ.

TOP 14-ის სეზონის გადამწყვეტ მატჩში მონაწილეობა სამმა ბორჯღალოსანმა მიიღო. ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი დავით ზირაქაშვილი.

„ზირაქამ" შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტრავმის გამო დატოვა მოედანი. ქართველმა ბურჯმა უდიდესი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში. შეხვედრის მეორე ნახევარში შემოვიდნენ მოედანზე გორგოძე და ჩილაჩავა. მათი თავგანწირული თამაშის მიუხედავად, განსაკუთრებით ბოლო წუთებზე, ტულონმა ვერ შეძლო გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

ფინალური მატჩი საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. თავდაპირველად, უპირატესობა კლერმონმა მოიპოვა და 13-0 დაწინაურდა, თუმცა ტულონელთა გააქტიურების შედეგად, ანგარიშის სხვაობა შემცირდა და პირველი ტაიმი კლერმონის გამარჯვებით 16-10 დასრულდა. გუნდებმა თითო ლელოს დადება შეძლეს. მეორე ნახევარში ტულონისა და კლერმონის მორაგბეებმა 2-2 საჯარიმო შეასრულეს ზუსტად და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. 

შეხვედრა საფრანგეთის ეროვნულ სტადიონზე „სტად დე ფრანსზე" გაიმართა და დაახლოებით 80 000 მაყურებელი დაესწრო, მათ შორის საფრანგეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც მატჩის დაწყებამდე მორაგბეებს მიესალმა და მოგვიანებით დაჯილდოების ცერემონიაშიც მიიღო მონაწილეობა.

კლერმონი 2010 წლის შემდეგ პირველად გახდა საფრანგეთის ჩემპიონი. ზირაქაშვილი იმ წელსაც იცავდა ამ კლუბის ღირსებას, შესაბამისად 33 წლის ქართველი ვარსკვლავისთვის ეს რიგით მეორე ფრანგული ტიტულია.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივნისი 19
უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ირლანდიას ბოლომდე ეომნენ, მაგრამ მეორე ტაიმის დებიუტში მიღებული 2 ლელო ვერ გააბათილეს და საბოლოოდ ტურნირი მე-10 ადგილზე დაასრულეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივნისი 14
საქართველოში პარარაგბის განვითარება იგეგმება. შესაბამის მემორანდუმს დღეს თბილისის პარაცენტრში მოეწერა ხელი ეროვნულ პარალიმპიურ კომიტეტსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის. დღესვე ქართველი პარასპორტსმენები უელსის 20 წლამდელთა რაგბის ნაკრების წევრებს შეხვდნენ.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივნისი 02
იხილეთ საზაოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი - "რაგბი ჩვენი თამაშია" #რაგბიჩვენითამაშია.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 მაისი 30
31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო თასს მასპინძლობს. მსოფლიო თასი რაგბიში პროექტის - check in Georgia ფარგლებში იმართება.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 მაისი 16
გორის ‘ჯიქმა' დიდი 10 ტოიოტას ფინალში ბათუმის ‘ბათუმს' 28:22 სძლია და არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი.