სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოში პარარაგბის განვითარება იგეგმება

თარიღი: 2017 ივნისი 14

 

საქართველოში პარარაგბის განვითარება იგეგმება. შესაბამის მემორანდუმს დღეს თბილისის პარაცენტრში მოეწერა ხელი ეროვნულ პარალიმპიურ კომიტეტსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის. დღესვე ქართველი პარასპორტსმენები უელსის 20 წლამდელთა რაგბის ნაკრების წევრებს შეხვდნენ. ღონისძიება შეზუღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებების დაცვის დღეს მიეძღვნა, რომელიც ყოველი წლის 14 ივნისს აღინიშნება. ახალგაზრდა უელსელებმა ქართველ პარასპორტსმენებთან ერთად კალათბურთი ითამაშეს, შემდეგ კი მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. დღესვე პარაცენტრში სპორტული ფოტოების გამოფენა გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ეროვნული პარალიმპიური კომიტეტისა და რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ასევე კორეის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში კიმ ჩანგი.

უელსელი მორაგბეები პარაცენტრს მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატის პარარელურად მიმდინარე სოციალური აქტივობის ფარგლებში ეწვივნენ. სარაგბო ჩემპიონატს წელს პირველად მაპინძლობს საქართველო. ტურნირის ფინალი 18 ივნისს მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება.

   სამინისტროს პრესსამსახური

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივნისი 19
უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ირლანდიას ბოლომდე ეომნენ, მაგრამ მეორე ტაიმის დებიუტში მიღებული 2 ლელო ვერ გააბათილეს და საბოლოოდ ტურნირი მე-10 ადგილზე დაასრულეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივნისი 05
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის 2016-2017 წლის სეზონის გამარჯვებული დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილისა და ოთია გიორგაძის კლერმონი გახდა. კლერმონმა ფინალში 22:16 დაამარცხა ტულონი, რომლის ღირსებასაც მამუკა გორგოძე, ლევან ჩილაჩავა, ბადრი ალხაზაშვილი და შალვა მამუკაშვილი იცავენ.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივნისი 02
იხილეთ საზაოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი - "რაგბი ჩვენი თამაშია" #რაგბიჩვენითამაშია.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 მაისი 30
31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით საქართველო 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო თასს მასპინძლობს. მსოფლიო თასი რაგბიში პროექტის - check in Georgia ფარგლებში იმართება.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 მაისი 16
გორის ‘ჯიქმა' დიდი 10 ტოიოტას ფინალში ბათუმის ‘ბათუმს' 28:22 სძლია და არსებობის ისტორიაში პირველად გახდა საქართველოს ჩემპიონი.