სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი თავი დაიწერება

თარიღი: 2017 ივნისი 23

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივნისის ტესტმატჩების სერიის ბოლო შეხვედრას სტუმრად არგენტინის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩის წინ ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა არგენტინასთან დაპირისპირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მილტონ ჰეიგი: "ხვალინდელი მატჩი 2019 წლის მსოფლიო თასის მოსამზადებელი პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
ყველამ კარგად ვიცით, რომ არგენტინა ღონიერი გუნდია, რომელიც ხელით სწრაფად და უშეცდომოდ თამაშობს. მას შემდეგ რაც ის ‘ზე რაგბსა' და ‘რაგბი ჩემფიონშიფს' (4 ერი) დაემატა, უდავოა, რომ დღეს-დღეისობით მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდია.
ეს ჩვენთვის კარგი შესაძლებლობაა ვნახოთ სად ვართ. ასეთი თამაშების შესაძლებლობა მსოფლიო თასის გარეთ ხშირად არ გვეძლევა და შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ.
ამ კვირაში განსაკუთრებულად კარგად მოვემზადეთ. ადგილობრივებმა ჰუჰუიში ძალიან კარგი სტუმარ-მასპინძლობა გაგვიწიეს, რისთვისაც მათ დიდი მადლობას ვუხდი.
ფაქტია, რომ შაბათს ქართული რაგბის ისტორიაში კიდევ ერთი თავი დაიწერება. ეს არის ჩვენი მიზანი, ის რასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ".

 შეხვედრა 24 ივნისს თბილისის დროით 23:15 საათზე გაიმართება, პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია იმედი გადმოსცემს.

rugby.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 25
სეუ-მ 2017 წლის საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაატარა და ოქროს მედლებს ზედიზედ მეხუთედ დაეუფლა. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 19
22-23 ივლისს მოსკოვი ქვიშის რაგბიში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას საქართველოს ქვიშის რაგბის  კაცთა და ქალთა ნაკრებები მიიღებენ
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 12
ერთი თვეც არ გასულა რაც საქართველოში გამართული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი დასრულდა და ჩვენმა ქვეყანამ პირველი ნაყოფი უკვე მიიღო. გაისად მაისში, 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ გაიმართება ტურნირი, რომელშიც უმცროსი ბორჯღალოსნები ექვსი ერის წარმომადგენლებთან ითამაშებს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივნისი 26
ბორჯღალოსნებს ‘პუმებთან' აქამდე გამართულ ოთხ მატჩში სულ ერთი ლელო ჰქონდათ დადებული, დღეს კი არგენტინას ბურთი 4-ჯერ დაუმიწეს, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - 29:45.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივნისი 19
უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ირლანდიას ბოლომდე ეომნენ, მაგრამ მეორე ტაიმის დებიუტში მიღებული 2 ლელო ვერ გააბათილეს და საბოლოოდ ტურნირი მე-10 ადგილზე დაასრულეს.