სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველო ქვიშის რაგბის ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ

თარიღი: 2017 ივლისი 19



22-23 ივლისს მოსკოვი ქვიშის რაგბიში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას საქართველოს ქვიშის რაგბის  კაცთა და ქალთა ნაკრებები მიიღებენ.  ქვიშის რაგბის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც პირველად გაიმართება, სულ 8 ნაკრები ითამაშებს - აზერბაიჯანი, უკრაინა, რუმინეთი, იტალია, ბელარუსი, რუსეთი, ესპანეთი და საქართველო.

საქართველოს ნაკრების მორაგბეები ჯგუფურ ეტაპზე რუსეთს, ბელარუსს და ესპანეთს დაუპირისპირდებიან.

ევროპის ჩემპიონატი მოსკოვში, ქვიშის სპორტის სახეობათა სტადიონ „დინამოზე" გაიმართება.  საქართველოს გუნდები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს რაგბის კავშირისა და ქვიშის რაგბის ფედერაციის დახმარებით მიემგზავრებიან.

საქართველოს ქვიშის რაგბის ნაკრებების შემადგენლობა

კაცები


გიორგი ჭუაძე, ვანო ბერიკაშვილი, ივანე ხელაია, გიორგი გოგლიძე, ირაკლი ლუარსაბიშვილი, ალექსანდრე ზაბახიძე, გული ქანდაურაშვილი, გიორგი ნათელაშვილი, ნიკა ცირეკიძე, გიორგი წიკლაური, ჯაბა კიკვიძე, ვანო გაბროშვილი.

მწვრთნელი: გიორგი კოპილაშვილი

ქალები

მარი გოგუაძე, თაკო მანაგაძე, ლოსანა ფოლადიშვილი, ანი სირაძე, ნინო ტაბატაძე, ნიკოლ გალუზინსკაია, თიკა პაპუაშვილი, სალომე საღრაძე, ირმა გულიაშვილი, ქეთი მოდებაძე, თიკა სიხარულიძე, სალომე მაკასარიშვილი.

მწვრთნელი: ჯაბა მალაღურაძე

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 25
სეუ-მ 2017 წლის საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაატარა და ოქროს მედლებს ზედიზედ მეხუთედ დაეუფლა. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 12
ერთი თვეც არ გასულა რაც საქართველოში გამართული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი დასრულდა და ჩვენმა ქვეყანამ პირველი ნაყოფი უკვე მიიღო. გაისად მაისში, 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ გაიმართება ტურნირი, რომელშიც უმცროსი ბორჯღალოსნები ექვსი ერის წარმომადგენლებთან ითამაშებს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივნისი 26
ბორჯღალოსნებს ‘პუმებთან' აქამდე გამართულ ოთხ მატჩში სულ ერთი ლელო ჰქონდათ დადებული, დღეს კი არგენტინას ბურთი 4-ჯერ დაუმიწეს, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - 29:45.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივნისი 23
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივნისის ტესტმატჩების სერიის ბოლო შეხვედრას სტუმრად არგენტინის წინააღმდეგ გამართავს.მატჩის წინ ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა არგენტინასთან დაპირისპირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივნისი 19
უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ირლანდიას ბოლომდე ეომნენ, მაგრამ მეორე ტაიმის დებიუტში მიღებული 2 ლელო ვერ გააბათილეს და საბოლოოდ ტურნირი მე-10 ადგილზე დაასრულეს.