სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სეუ ევროპის ჩემპიონია

თარიღი: 2017 ივლისი 25

სეუ-მ 2017 წლის საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაატარა და ოქროს მედლებს ზედიზედ მეხუთედ დაეუფლა.

მილანში გამართული ტურნირის დასკვნით დღეს, ქართველმა სტუდენტებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ვალენსიელი (ესპანეთი) სტუდენტები 43:7 დაამარცხეს. საბა შუბითიძემ ჰეთ-თრიკი შეასრულა, იოსებ მათაშვილმა ორი ლელო დადო, ხოლო გიორგი კვესელაძემ, თორნიკე მანაგაძემ და აკაკი ტაბუცაძემ თითო-თითო ლელო მიითვალეს. მათიაშვილმა და დიმიტრი კალანდაძემ ორ-ორი გარდასახვა შეასრულეს.

ფინალში სეუ-ს მეტოქე ყუბანის (რუსეთი) უნივერსიტეტის გუნდი იყო, რომელსაც ქართველმა სტუდენტებმა ჯგუფურ ეტაპზე 12:7 სძლიეს და ორგანიზატორებმა ის შეხვედრა ტურნირზე საუკეთესოდ მონათლეს. ამჯერად ბრძოლა არ შედგა. სეუ-მ ყუბანელებს პირველ ტაიმში ორი, ხოლო მეორეში სამი უპასუხო ლელო დაუდო და 25:0 სძლია. ფინალურ შეხვედრაში თავი კალანდაძემ, ანზორ სიჭინავამ, ბექა საღინაძემ, ტაბუცაძემ და შუბითიძემ გამოიჩინეს.

სეუ მეხუთე წელია რაც სტუდენტურ ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობს და მეხუთედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

კაცთა ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ იოსებ მათიაშვილი დაასახელეს და მას სპეციალური პრიზი გადაეცა.

გაისად საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი საფრანგეთში, ორლეანში გაიმართება.

სეუ-ს 7-კაცამ სტუდენტურ ევროპის ჩემპიონატზე ასეთი შემადგენლობით ითამაშა:დიმიტრი კალანდაძე, ბექა საღინაძე, გიორგი კვესელაძე, გიორგი ბაბუნაშვილი, ანზორ სიჭინავა, თორნიკე მანაგაძე, ნიკა სუხაშვილი, სოსო მათიაშვილი, რევაზ ჯინჯიხაძე, საბა შუბითიძე, აკაკი ტაბუცაძე, მირიან მოდებაძე.

 

მთავარი მწვრთნელი: ლევან ობოლაძე

მწვრთნელის ასისტენტი და დელეგაციის ხელმძღვანელი: პაატა მაისურაძე

ფიზ.მომზადების მწვრთნელი: გიორგი ჭყოიძე

მენეჯერი: ლელა წიკლაური

ექიმი: გიორგი მურადაშვილი

 

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 19
22-23 ივლისს მოსკოვი ქვიშის რაგბიში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას საქართველოს ქვიშის რაგბის  კაცთა და ქალთა ნაკრებები მიიღებენ
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 12
ერთი თვეც არ გასულა რაც საქართველოში გამართული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი დასრულდა და ჩვენმა ქვეყანამ პირველი ნაყოფი უკვე მიიღო. გაისად მაისში, 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ გაიმართება ტურნირი, რომელშიც უმცროსი ბორჯღალოსნები ექვსი ერის წარმომადგენლებთან ითამაშებს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივნისი 26
ბორჯღალოსნებს ‘პუმებთან' აქამდე გამართულ ოთხ მატჩში სულ ერთი ლელო ჰქონდათ დადებული, დღეს კი არგენტინას ბურთი 4-ჯერ დაუმიწეს, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა - 29:45.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივნისი 23
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივნისის ტესტმატჩების სერიის ბოლო შეხვედრას სტუმრად არგენტინის წინააღმდეგ გამართავს.მატჩის წინ ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა არგენტინასთან დაპირისპირების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივნისი 19
უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ირლანდიას ბოლომდე ეომნენ, მაგრამ მეორე ტაიმის დებიუტში მიღებული 2 ლელო ვერ გააბათილეს და საბოლოოდ ტურნირი მე-10 ადგილზე დაასრულეს.