სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

რაგბი: საქართველო-აშშ 21:20

თარიღი: 2017 ნოემბერი 27


© გოგიტა ბუხაიძე


საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2017 წელი გამარჯვებით დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" ამერიკელი "არწივები" დაძაბულ ბრძოლაში 21:20 დაამარცხეს და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრეს - 3:3.

შეხვედრა ამერიკელებმა აქტიურად დაიწყეს და ლელოთი დაწინაურდნენ. საპასუხოდ, "ბორჯღალოსნებმა" საჯარიმო ლელო გაიტანეს - 7:5. არწივები კიდევ ერთხელ გააქტიურდნენ და მეორე ლელო გარდასახვით დააგვირგვინეს. ამის შემდეგ, "ბორჯღალოსნების" ჯერი დადგა - ჯერ ლევან ჩილაჩავას ლელო სოსო მათიაშვილმა გარდასახა, ხოლო ტაიმის ბოლოს ჯაბა ბრეგვაძემ ლამაზი კომბინაციის შედეგად მოიპოვა 5 ქულა. მათიაშვილის გარდასახვა ამჯერადაც წარმატებული გამოდგა. 

მეორე ტაიმის წინ ანგარიში 21:12 იყო "ბორჯღალოსნების" სასარგებლოდ. შეხვედრის მეორე ნახევარში უკეთ ამერიკელები გამოიყურებოდნენ და 59-ე წუთზე სხვაობა 6 ქულამდე შეამცირეს. 77 წუთზე კი არწივებმა ლელოს გატანა მოახერხეს და რომ არა წარუმატებელი გარდასახვა შეხვედრაში დაწინაურდებოდნენ. საბოლოოდ, ქართველმა მორაგბეებმა 21:20 იმარჯვეს და „მიხეილ მესხზე" შეკრებილი 20 000 გულშემატკივარი გაახარეს.

აშშ-სთან გამართული შეხვედრა მე-100 გამოდგა გიორგი ჩხაიძისთვის. მერაბ კვირიკაშვილისა და დავით კაჭარავას შემდეგ გიორგი ჩხაიძე მე-3 ქართველი ცენტურიონია.

საქართველო 21:20 შტატები

საქ: კვირიკაშვილი (მალაღურაძე 66) მათიაშვილი შარიქაძე^კაპ კვესელაძე მოდებაძე <10-9> ჯინჭველაშვილი ლობჟანიძე (აფრასიძე 8) / ნარიაშვილი (ჟვანია 65) ბრეგვაძე (მამუკაშვილი 65) ჩილაჩავა სბ 33-/ (ბეკოშვილი 66) ჩხაიძე (ნემსაძე 54) მიქაუტაძე; სუთიაშვილი (ლომიძე 54) კოლელიშვილი სბ 24-35 (თხილაიშვილი 62) ბიწაძე - შ (ბიწაძე) + 2ლ: ჩილაჩავა ბრეგვაძე; 2გ: მათიაშვილი

აშშ: სქალი^კაპ თე'ო ბრაქი ქემპბელ (მეგი 79) მეთიას (ოგსპერგერ 79) <10-9> მაკ'გინთი დევის / ქილიფი (მოუნგა'ლოა 16 სბ 66-76) ტაუფეტეჰე (მელქომ 59) ველდრენ (რაიან 52) პითერსონ (ბრეიქლი 63) სივეთა; ლენდრი (დურუთალო 75) ქვილ (ლემბორნ 52) მანოა - 3ლ: ტაუფეტეჰე (1 2) ქემპბელ; გ ჯ: მაკ'გინთი 

რეფ ბრუსე (სფრ)
0:5(6) 7:5(17შ) სბ(24ს) 7:12(26) 14:12(31) სბ(33ს) 21:12(40) შეს(40+3) /
21:15(59) სბ(66ა) 21:20(77)

შაბ 25/11_2017 თბილისი, ვაკე, მესხი (20 ათასი)

ფოტო: საქართველოს რაგბის კავშირი
სამიმნისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 20
ბორჯღალოსნებმა სახელგანთქმულ ‘პრინსიფალითი სთედიუმზე' მასპინძელი უელსი დიდი წნეხის ქვეშ ამყოფეს, მაგრამ მეორედ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, არ გაგვიმართლა და ტიერ ერთის კიდევ ერთი გუნდი „გადაგვირჩა".
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 12
ბორჯღალოსნებმა თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში კანადა დამაჯერებლად დაამარცხეს (54:22) და ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დაამყარეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 25
სეუ-მ 2017 წლის საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაატარა და ოქროს მედლებს ზედიზედ მეხუთედ დაეუფლა. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 19
22-23 ივლისს მოსკოვი ქვიშის რაგბიში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას საქართველოს ქვიშის რაგბის  კაცთა და ქალთა ნაკრებები მიიღებენ
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 12
ერთი თვეც არ გასულა რაც საქართველოში გამართული მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი დასრულდა და ჩვენმა ქვეყანამ პირველი ნაყოფი უკვე მიიღო. გაისად მაისში, 20-წლამდელთა ჩემპიონატის წინ გაიმართება ტურნირი, რომელშიც უმცროსი ბორჯღალოსნები ექვსი ერის წარმომადგენლებთან ითამაშებს.