სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

დიდი 10: “არმია“ სეზონის ბოლომდე ითამაშებს

თარიღი: 2018 იანვარი 11

საქართველოს რაგბის კავშირის, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, თბილისის ‘არმია' მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იარსებებს.

რაგბის კავშირში ზემოთნახსენები უწყებების ხელმძღვანელები კლუბის წარმომადგენლებსა და მორაგბეებს შეხვდნენ და შეთანხმებაც შედგა. თავდაცვის სამინისტრო რაგბის კლუბი ‘არმიას' ლიკვიდაციის იურიდიულ მხარეს მაისის ბოლომდე გადადებს, ხოლო კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რაგბის კავშირთან ერთად, მომავალი 4 თვისთვის კლუბის დაფინანსებისთვის საჭირო თანხებს მოიძიებს. გარდა ამისა, რაგბის კავშირი კლუბისათვის სპონსორის მოძიებასაც ეცდება.

გიორგი ბუთხუზი (თავდაცვის მინისტრის მოადგილე): „დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო, რომ ნათელი მოგვეფინა რაგბის კლუბ ‘არმიასთან' დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებისთვის და გვეპოვა გამოსავალი. ერთობლივად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კლუბი სეზონის ბოლომდე იარსებებს, ოღონდ ის არ დაფინანსდება თავდაცვის სამინისტროსგან". 

შალვა გოგოლაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე): „ჩვენ ვაფასებთ მორაგბეების წარმატებებს და მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ქვეყანაში რაგბის განვითარება. სამწუხარო იყო ის, რაც ‘არმიასთან' დაკავშირებით ხდებოდა და ამიტომ თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მაისის ბოლომდე არ მოხდება კლუბის ლიკვიდაცია. იმისათვის, რომ გუნდმა განაგრძოს ჩემპიონატში მონაწილეობა და ჰქონდეს ფინანსური უზრუნველყოფა, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რაგბის კავშირთან ერთად, მოიძიებს დამატებით თანხებს. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სარაგბო კლუბები დავკარგოთ".

გოჩა სვანიძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი): „ეს იყო კონსტრუქციული შეხვედრა და სწორი გადაწყვეტილება. თავდაცვის სამინისტრო არ მოახდენს კლუბის ლიკვიდაციას, ხოლო კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ჩვენთან ერთად, უახლოეს დღეებში მოიძიებს გუნდისათვის საჭირო დაფინანსებას. პარალელურად, რაგბის კავშირი ‘არმიას' სპონსორის მოძებნაში დაეხმარება".

რაგბის კავშირის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 27
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2017 წელი გამარჯვებით დაასრულა. "ბორჯღალოსნებმა" ამერიკელი "არწივები" დაძაბულ ბრძოლაში 21:20 დაამარცხეს და ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრეს - 3:3.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 20
ბორჯღალოსნებმა სახელგანთქმულ ‘პრინსიფალითი სთედიუმზე' მასპინძელი უელსი დიდი წნეხის ქვეშ ამყოფეს, მაგრამ მეორედ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, არ გაგვიმართლა და ტიერ ერთის კიდევ ერთი გუნდი „გადაგვირჩა".
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ნოემბერი 12
ბორჯღალოსნებმა თიბისი რაგბის სერიების პირველ მატჩში კანადა დამაჯერებლად დაამარცხეს (54:22) და ერთბაშად რამდენიმე რეკორდი დაამყარეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 25
სეუ-მ 2017 წლის საუნივერსიტეტო ევროპის ჩემპიონატი დაუმარცხებლად ჩაატარა და ოქროს მედლებს ზედიზედ მეხუთედ დაეუფლა. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2017 ივლისი 19
22-23 ივლისს მოსკოვი ქვიშის რაგბიში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას საქართველოს ქვიშის რაგბის  კაცთა და ქალთა ნაკრებები მიიღებენ