სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მორაგბეებმა სამხრეთ აფრიკული სტაჟირების შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს

თარიღი: 2010 ოქტომბერი 05



ახალგაზრდა ქართველმა მორაგბეებმა სამხრეთ აფრიკის ქალაქ სტელენბოშის აკადემიის წვრთნისა და მომზადების სპეციალური კურსი დაასრულეს. 

ამ საკითხთან დაკავშირებით 5 ოქტომბერს რაგბის კავშირში პრესკონფერენცია გაიმართა. ჟურნალისტებს, რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი გია გორგასლიძე, განვითარების კომიტეტის პრეზიდენტი გია ჭუმბურიძე, საგარეო ურთიერთობების მენეჯერი ბაჩო ხურციძე და სტაჟირება გავლილი მორაგბეები ესაუბრნენ.

7 ახალგაზრდა ქართველი მორაგბე სამხრეთ აფრიკაში 3 თვის მანძილზე იმყოფებოდა. სპორტსმენების სტელენბოშში მივლინება, საქართველოსა და სამხრეთ აფრიკის დასავლეთ პროვინციების სარაგბო კავშირებს შორის, ამ გაზაფხულზე გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოხდა.

იგივე მემორანდუმი, სამხრეთაფრიკელი სპეციალისტების ქუთაისისა და თბილისის სარაგბო აკადემიებში ერთთვიან მუშაობასაც ითვალისწინებს.

მემორანდუმი პრეცედენტია არა მხოლოდ ქართული რაგბის, არამედ ქართული გუნდური სპორტის ისტორიაში: სპორტსმენთა ორგანიზებული გაგზავნა საზღვარგარეთის სახეწლოვან სასწავლებლებში აქამდე არ მომხდარა.

სტელენბოშის პირველი შვიდი სტაჟიორი თვრამეტწლემდელთა ნაკრებიდან შეირჩა, რომელთაც წლეულს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

უნდა აღინიშნოს - ახალგაზრდა მორაგბეების სტელენბოშის ინსტიტუტში სასწავლებლად გაგზავნა საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" მხარდაჭერით ხდება, რომელიც, იმავდროულად „ა" ნაკრებს უწევს დახმარებას და საქართველოს მასშტაბით, სარაგბო ინფრასტრუქტურის მშენებლობას უწყობს ხელს.

სამხრეთ აფრიკის სტაჟიორთა სია კი ასე გამოიყურება: ლაშა ლომიძე (აკადემია), ლევან გოგოლაშვილი(აკადემია), სანდრო ქოიავა(ლელო), მერაბ შარიქაძე(აკადემია), გოდერძი ჭინჭარაული(ლელო), ზურაბ ძნელაძე(აია), გიგა გაგოშვილი(შევარდენი)

სანდრო ქოიავა, ტრავმის გამო, მაგობრებზე ადრე დაბრუნდა საქართველოში. დღეს, საღამოს ექვს საათზე, დანარჩენი ექვსი სტაჟიორის დაბრუნებას ელიან.

გია ჭუმბურიძე:" ქართველმა მორაგბეებმა აფრიკაში სტაჟირება გაიარეს და მნიშვნელოვანი გამოცდილება შეიძინეს. ეს პირველი პრეცენდენტია რაგბის კავშირის ისტორიაში. აქცენტი ახალგაზრდა მორაგბეებზე გავაკეთედ და მომავალშიც ასე იქნება. ბიჭები ძირითადად იმ პოზიციებზე შევარჩიეთ, სადაც ეროვნულ ნაკრებში გარკვეული პრობლემები გვაქვს -  მესამე და მეოთხე ხაზი. შევეცდეებით, რომ იანვარში სტელებოშის აკადემიაში ახალ ნაკადი გავუშვათ და 10 თვიანი კურსები გავატაროთ".

გია გორგასლიძე:" ამ ბიჭებმა თავი 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გამოიჩინეს. მათი შერჩევა ლევან მგელაძემ მოახდინა. კონსულტაცია გასწია ნაკრების თავკაცმა რიჩი დიქსონმაც. ჯერ არ ვიცით, რამდენი მორაგბის გაგზავნას შევძლებთ, იანვარში. ეს პირველ რიგში ფინანსებზეა დამოკიდებული. ვნახოთ, ბანკი „ქართუ" როგორ დაგვაფინანსებს. ახლაც ეს ბიჭები მათი დახმარებით წავიდნენ აფრიკაში".

მერაბ შარიქაძე (აკადემია):" უმაღლესი დონის პირობებში ვემზადებოდით. პროფესიონალური მიდგომა იყო. რეჟიმი, კვება, დროულად ძილი. ყველა დეტალს დიდი ყურადღება ეთმობოდა. ვარჯიშების დროს აქცენტს შტანგაზე აკეთებდნენ. ჩვენ დაგვიანებით ჩავედით აფრიკაში და ამის გამო ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მერე მივეჩვიეთ. ფიზიკურ მომზადებაში არ ჩამოუვარდებოდით,  ტაქტიკაში და მოედანზე  სწრაფად აზროვნებაში კი გვჯობდნენ. ეს უფრო მესამე-მეოთხე ხაზში, თორემ შერკინებაში არა. რამდენიმე თამაში ჩავატარეთ და დიდი გამოცდილებაც მივიღეთ".

სამინისტროს პრესსამსახური
ფოტო - თამუნა ყულუმბეგაშვილი

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2016 ივნისი 27
სასტუმრო ‘რედისონ ბლუ ივერიაში' გამართულ უდიდეს სარაგბო ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდნენ.  
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2016 ივნისი 27
"კამპ ნოუზე" თამაშის დაწყებამდე 3 საათით ადრე წავედი, ასეთ ქალაქში და ამხელა სტადიონზე დასწრებისას სხვანაირად არც შეიძლება, გვიან წახვალ და აუცილებლად დაიგვიანებ, ესეც არ იყოს სტადიონზე ადრე მისვლას სხვა ფასი აქვს, ეს "კამპ ნოუ" ხომ რაღაც ზღაპარია, არანორმალურად მაგარ განწყობას გიქმნის, დაუვიწყარ ემოციებს განიჭებს. 
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2016 ივნისი 24
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნე გამარჯვებით დაასრულა: მილტონ ჰეიგის გუნდი სუვაში ფიჯის ნაკრებს გაეჯიბრა და 14:3 გაიმარჯვა! შეგახსენებთ: ფიჯი წყნარი ოკეანეთის თასის მფლობელი გახლავთ.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2016 ივნისი 23
ბარსელონა 24 ივნისს, "კამპ ნოუზე" საფრანგეთის ჩემპიონატის ფინალს მასპინძლობს. ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან დავით ხინჩეგაშვილის "მეტრო რასინგი" და მამუკა გორგოძის, კოტე მიქაუტაძის, ლევან ჩილაჩავას და ირაკლი ნატრიაშვილის "ტულონი".
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2016 ივნისი 21
საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-9 ადგილისათვის ნახევარფინალურ მატჩში იტალიას 18:17 მოუგეს და პირველი გამარჯვება მოიპოვეს.