სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ ტელეფონი: 2 23 02 03

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ბორჯღალოსნები კანადასთან 12:31 დამარცხდნენ

თარიღი: 2012 ივნისი 25

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ჩრდილოეთ ამერიკულ ტურნეზე მეორე თამაშიც წააგო - „ბორჯღალოსნები“ ერთი კვირის წინ აშშ-სთან 36:20 დამარცხდნენ, ახლა კი კანადასთან 12:31 დათმეს.

საქართველოს ნაკრები ამ შეხვედრაში ხშირად უშვებდა შეცდომებს როგორც დაცვაში, ასევე შეტების დროს და მოწინააღმდეგეს ქულების დაგროვების შანსებს აძლევდა.

ქართველებმა რამდენიმე კარგი სალელოვე მომენტი ვერ გამოიყენეს, ამასთან ხშირად ისეთ ეპიზოდებში კარგავდნენ ბურთს, როდესაც კანადას კარგი კონტრშეტევის საშუალება ეძლეოდა.

საბოოლოოდ საქართველოს ნაკრები ლელოებში 2:3 დამარცხდა, მაგრამ მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვნად ჩამორჩა კარში დარტყმებითაც და საკმაოდ დიდი სხვაობით დამარცხდა.

ქართველთა მხრიდან ძალისმიერი ლელოები გაიტანეს გაიტანეს შერკინების პირველხაზელებმა - რევაზ ბელქანიამ და მეორე ტაიმში მის მაგივრად შეცვლაზე შესულმა შალვა მამუკაშვილმა.

კანადა 31:12  საქართველო
24 ივნისი. ვანკუვერი

კანადა: 15 ჯეიმს პრიჩარდი, 14 შონ დიუქი (ჯეფ ჰესლერი 76), 13 კონორ ტრეინორი, 12 ფილ მაკქენზი, 11 ვან დერ მერვე, 10 მეტ ევანსი (კიარან ჰერნი 79), 9 ედ ფერჰერთსი (შონ ვაითი 54); 1 ტომ დოლეჟელი (მაიკ პლეჩი 64), 2 ენდრიუ თიდმენი, 3 ჯეისონ მარშალი, 4 ჯებ სინკლერი, 5 ტაილერ ჰოთსონი (ბრეტ ბექაბუმი 73), 6 ტაილერ არდრონი, 7 ნინიაკ დალა (დაგ ვულრიჯი 73), 8 არონ კარპენტერი (ჯონ ფელანი)

3 ლელო: ვან დერ მერვე, პრიჩარდი, დიუქი
2 გარდარდასახვა: პრიჩარდი
4 ჯარიმა: პრიჩარდი

მწვრთნელი: კირან ქროული

საქართველო: 15 ირაკლი ყიასაშვილი, 14 ირაკლი მაჩხანელი, 13 დავით კაჭარავა, 12 თედო ზიბზიბაძე, 11 ლექსო გუგავა (22 ალექსანდრე თოდუა 56), 10 მერაბ კვირიკაშვილი (21 ლაშა მალაღურაძე 49), 9 ირაკლი აბუსერიძე (20 ბიძინა სამხარაძე 64); 1 მიხეილ ნარიაშვილი (17 ლევან ჩილაჩავა 61), 2 რევაზ ბელქანია (16 შალვა მამუკაშვილი 56), 3 დავით ზირაქაშვილი, 4 გიორგი ჩხაიძე, 5 ვახტანგ მაისურაძე (19 გივი ბერიშვილი 65), 6 გია ლაბაძე (18 შალვა სუთიაშვილი 49), 7 გიორგი თხილაიშვილი, 8 ბექა ბიწაძე

2 ლელო: ბელქანია, მამუკაშვილი
1 გარდასახვა: კვირიკაშვილი

მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
ასისტენტები: ქრის გიბსი, ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე

სამინისტროს პრესსამსახური

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2013 მაისი 20
საქართველოს მორგაბეთა ნაკრების და ფრანგული „ტულონის" შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი „ჰაინეკენის თასის" გამარჯვებული გახდა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის "ჰაინეკენის თასის" ფინალში, დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის "ტულონმა", დავით ზირაქაშვილისა და ვიქტორ კოლელიშვილის "კლერმონი" 16:15 დაამარცხა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2013 აპრილი 29
ქართველი მორაგბეების ფრანგული გუნდები „კლერმონი" და „ტულონი" ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ "ჰაინეკენის თასის" ფინალში  ითამაშებენ. 18 მაისს, დუბლინში, მთავარ პრიზს დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის "კლერმონი" დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის "ტულონს" შეეცილება და პირველად ქართველი მორაგბე ჰაინეკენის თასის ტურნირის გამარჯვებული გახდება, რომელიც ფეხბურთის ჩემპიონთა ლიგის ანალოგიური ტურნირია.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2013 აპრილი 15
საქართველოს მორაგბეთა 23-ე ჩემპიონატში გადამწყვეტი ეტაპი დაიწყო. საჩემპიონო პლეი ოფში გასული ექვსეულიდან ოთხმა (მესამე-მეექვსე ადგილოსნები), იმ გუნდების ვინაობა გაარკვიეს, რომლებიც თასისთვის ბრძოლას განაგრძობენ, ხოლო ორი დამარცხებული უმედლოდ დარჩა. პლეი ოფის პირველ მატჩში, მეოთხე-მეხუთე საფეხურზე მდგომი გუნდების შეხვედრაში, თბილისის „არმაზმა" დაძაბულ ბრძოლაში 23:18 „ჯიქები" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2013 აპრილი 01
საქართველოს 18 წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა საფრანგეთში, ქალაქ გრენობლში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე მე-6 ადგილი დაიკავა. იტალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ, მე-5 ადგილისათვის შეხვედრაში პატარა "ბორჯღალოსნებმა" მე-5 ადგილისათვის მატჩში ძალების მობილიზება ვეღარ შეძლეს და უელსის 18-წლამდელთა ნაკრებთან 0:50 დამარცხდნენ.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2013 მარტი 29
29 მარტს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი და ნაკრების წევრი ლაშა ხმალაძე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში მდებარე ქართული სპორტის მუზეუმს ესტუმრნენ. მაჩხანელმა და ხმალაძემ ქართული სპორტის მუზეუმს ანთიმოზ ივერიელისა და ერთა თასის გამარჯვებულისთვის კუთვნილი თასი გადასცეს, ოღონდ ერთა თასის მომდევნო გათამაშების დასრულებამდე.