ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა აშშ-ს ქალაქ სოლტ ლეიკ სიტიში მიმდინარე მსოფლიოს თასის ალაფა ტონგასთან 29:31 წაგებით დაასრულა და ტურნირზე 8 გუნდს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა.
საქართველო საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა შარშან მსოფლიოს საუკეთესოთა შორის მოთთამაშე ტონგასთან შეხვედრაში და მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე 12-ქულიანი სხვაობით უგებდა, მაგრამ უპირატესობა ბოლო წუთებზე დაკარგა.
ქართველებმა მოწინააღმდეგეს 4 ლელო დაუდეს და შეხვედრის 75-ე წუთისთვის 29:17 იგებდნენ, თუმც მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ და ორი ლელო გაუშვეს. მეტოქემ ორივე გარდასახვაც ზუსტად შეასრულა და იმარჯვა კიდეც.
ამგვარად იან სმიტის მიერ გაწვრთნილმა 20-წლამდელთა ნაკრებმა ერთი ადგიგილით გააუარესა შარშან თბილისში ჩატარებული ალაფას შედეგი - მესამე ადგილი.
ტურნირზე პირველი ადგილი დაიკავა მასპინძელმა აშშ-მ, რომელმაც ფინალში 37:33 დაამარცხა საქართველოს ჯგუფურ ეტაპზე მძლეველი იაპონია და მომავალი წლიდან მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ითამაშებს.
მეხუთე ადგილისთვის შეხვედრაში ჩილემ 43:31აჯობა კანადას, ხოლო მეშვიდე ადგილისთვის შეხვედრაში ზიმბაბვემ 22:10 დაამარცხა რუსეთი.
2012 წლის მსოფლიო თასის ალაფა 20-წლამდე მორაგბეებს შორის
სოლტ ლეიკ სიტი (აშშ). 18-30 ივნისი
30 ივნისი. მესამე ადგილისთვის
საქართველო 29:31 ტონგა
საქართველო: 15 საბა ნიკოლავა, 14 ზურაბ ძნელაძე, 13 მერაბ შარიქაძე, 12 გიგა გაგოშვილი, 11 ლევან გოგოლაშვილი, 10 გიორგი ბასილაია, 9 ვაჟა ხუციშვილი; 1 გიორგი თეთრაშვილი, 2 დავით ხიდეშელი, 3 ვახტანგ ახობაძე, 4 გურამ შენგელია, 5 გიორგი მჭედლიძე, 6 ელგუჯა სურგულაძე, 7 საბა ბერაძე, 8 სანდრო ქოიავა
სათადარიგოები: 16 ვაჟა თაგაური, 17 ზაზა ნავროზაშვილი, 18 მინდია ელგუჯაური, 19 ბექა მამრიკიშვილი; 20 გიორგი მისრიაშვილი, 21 გოდერძი ჭინჭარაული, 22 თამაზ მჭედლიძე
4 ლელო: თეთრაშვილი, შარიქაძე, ხიდეშელი, მჭედლიძე
3 გარდასახვა: ნიკოლავა
1 ჯარიმა: ნიკოლავა
მთავარი მწვრთნელი: იან სმიტი
ასისტენტები: ლადო კილასონია, ირაკლი ჭყონია
მეშვიდე ადგილისთვის
ზიმბაბვე 22:10 რუსეთი
მეხუთე ადგილისთვის
კანადა 31:43 ჩილე
ფინალი
იაპონია 33:37 აშშ
სამინისტროს პრესსამსახური