ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge
საქართველოს 7–კაცა რაგბის ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ტურნირი პორტუგალიის ქალაქ ელგარვეში 20-22 ივლისს გაიმართება და მასში ევროპის 12 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ხუთ საუკეთესოს შორის მოხვედრა მართებს, რომ 2013 წელს მოსკოვში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს.
კახა ალანიას და პალიკო ჯიმშელაძის მიერ გაწვრთნილი "ბორჯღალოსნები" ამ მნიშვნელოვანი ტურნირის წინ შესამჩნევად გაძლიერდნენ. გუნდში მიწვეულია ეროვნული ნაკრების ხუთი წევრი – ირაკლი მჩხანელი, მერაბ შარიქაძე, თედო ზიბზიბაძე, ლაშა ხმალაძე და მერაბ კვირიკაშვილი. დიდი ნაკრების საუკეთესო მელელოვე მაჩხანელი რამდენიმე წლის შემდეგ პირველად ითამაშებს 7–კაცა ნაკრებში.
მათ გარდა გუნდში არიან – ირაკლი გეგენავა, ბაჩანა კოლელიშვილი, ბექა ბიწაძე, ლევან გოგოლაშვილი, ირაკლი ღვინჯილია, გიორგი ფრუიძე და შალვა მახარაშვილი.
პორტუგალიურ ტურნირში მონაწილე 12 ნაკრები სამ ოთხგუნდიან ჯგუფშია განაწილებული და მათგან 8 საუკეთესო პლეი ოფში გააგრელებს თამაშს. მეოთხედფინალში გამარჯვებულები ავტომატურად მოიპოვებენ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურს, დამარცხებულები კი მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებენ, რაც ასევე იძლევა გაისად მოსკოვში თამაშის უფლებას.
A ჯგუფი: პორტუგალია, უკრაინა, იტალია, ლიტვა
B ჯგუფი: საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, ბელგია
C ჯგუფი: ესპანეთი, შოტლანდია, ჰოლანდია, რუმინეთი
სამინისტროს პრესსამსახური