სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

საქართველოს ნაკრები 7-კაცა რაგბში მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს

თარიღი: 2013 ივნისი 28

საქართველოს ეროვნული ნაკრები 7-კაცა რაგბში 28-30 ივნისს გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე 7-კაცა რაგბში, პირველ შეხვედრას 28 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

ქართველი მორაგბეები მსოფლიო თასზე D ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების გარდა, ახალი ზელანდიისა და კანადის 7-კაცა რაგბის ეროვნული გუნდები თაამშობენ.

პირველ მატჩს საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები აშშ-სთან 16:06 საათზე ითამაშებს. 29 ივნისს 09:44 წუთზე გაიმართება საქართველოსა დ ახლაი ზელანდიის ნაკრებების დაპირისპირება, ხოლო 13:46-ზე კი შედგება საქართველოსა და კანადას 7-კაცა მორაგბეთა ნაკრებების მატჩი.

მსოფლიო ჩემპიონატზე 24 ნაკრები ითამაშებს.

საქართველოს 7-კაცა ნაკრების შემადგენლობა

1.      გიორგი ჯიმშელაძე,

2.       ვიტო კოლელიშვილი,

3.      მერაბ კვირიკაშვილი,

4.      გიორგი ფრუიძე,

5.       ბიძინა სამხარაძე,

6.      მერაბ შარიქაძე,

7.      რევაზ გიგაური,

8.      ზურაბ ძნელაძე,

9.      ირაკლი გეგენავა,

10.  ბახვა კობახიძე,

11.  შალვა მახარაშვილი,

12.  ალექსანდრე თოდუა.

მწვრთნელები: კახა ალანიამ და პალიკო ჯიმშელაძემ

მსოფლიოს ჩემპიონატი

A ჯგუფი: ავსტრალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ტუნისი.
B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, შოტლანდია, რუსეთი, იაპონია.
C ჯგუფი: სამოა, კენია, ზიმბაბვე, ფილიპინები.
D ჯგუფი: ახალი ზელანდია, კანადა, აშშ, საქართველო.
E ჯგუფი: ფიჯი, უელსი, ტონგა, ურუგვაი.
F ჯგუფი: ინგლისი, არგენტინა, პორტუგალია, ჰონკონგი.

28 ივნისი
საქართველო-აშშ

29 ივნისი

საქართველო-ახალი ზელანდია
საქართველო-კანადა

ფოტო: www.irb.com

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2015 აპრილი 06
უმცროსი ბორჯღალოსნები ფინალში დამარცხდნენ, მაგრამ მათ ფინლაში გასვლით და ევროპის ელიტაში მეორე ნაკრების, ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოპოვებით, როგორც ქართულ ისე მსოფლიო რაგბის ისტორიის ახალი თავი დაწერეს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2015 აპრილი 03
4 აპრილს საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები რაგბის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2015 აპრილი 01
საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები რაგბის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიიონატის ფინალში გავიდა.
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2015 მარტი 31
დღეს, სამხრეთ პირინეებში მიმდინარე ევროპის 18-წლამდელთა ელიტ დივიზიონის ნახევარფინალებში ერთმანეთს ინგლისი-საფრანგეთი და საქართველო-იტალია (ალბი, საფრანგეთი) დაუპირისპირდებიან. მატჩები ერთმანეთის პარალერულად საქართველოს დროით 21:00 საათზე დაიწყება
კატეგორია : რაგბი თარიღი : 2015 მარტი 28
წუხელ სამხრეთ პირინეებში გაიმართა 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტ დივიზიონის პირველი რაუნდი. მეოთხედფინალურ მატჩში, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ქართული რაგბის ისტორიაში პირველად შეძლეს 18-წლამდე ირლანდიის ნაკრების დამარცხება და ტურნირის ნახევარფინალში გასვლა.