სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 ნოემბერი 14
ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის თასის ევროპული ზონის გათამაშება მოიგო მოლდოვის ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ვინც ფინალში 30-28 დაამარცხა კოსოვო. საქართველოს გუნდმა მესამე ადგილისთვის მოუგო ბრიტანეთს - 40-27. გამარჯვებული 2017 წელს ითამაშებს ინტერკონტინენტალურ ფინალში.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 ნოემბერი 10
ქუთაისის სპორტის სასახლეში მიმდინარე IHF თასზე ხელბურთში, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე დღეს დაამარცხა სომხეთი, 47-8 და ხუთშაბათს ჯგუფში პირველი ადგილისთვის ეთამაშება ბრიტანეთს. ბრიტანელებმა მოუგეს ალბანეთს, ხოლო მეორე ჯგუფში მოლდოვამ დაამარცხა მალტა.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 ნოემბერი 09
ქუთაისის სპორტის სასახლეში, IHF თასზე ხელბურთში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა იოლად დაამარცხა ალბანეთი, 55-10, ბრიტანეთმა მოუგო სომხეთს - 33-14, ფრედ ითამაშეს მოლდოვამ და კოსოვომ, 27-27.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 ნოემბერი 07
ქართული ხელბურთის 60-წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოში ისრაელიდან ჩამოვიდა სპორტის დამსახურებული მესვეური და ხელბურთის დიდი გულშემატკივარი, ქართული ხელბურთის პიონერად აღიარებული ისაკ პარლაგაშვილი.  
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 ნოემბერი 07
ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩიც წააგო იტალიასთან, 25-28 და  დაკარგა ევროპის ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში პირველობის შანსი. ევრო 2020-ის მთავარ შესარჩევ რაუნდში მოსახვედრად ახლა მეორე შესაძლებლობა გვექნება - 2017 წლის ჩელენჯ ტროფიზე წარმატებით გამოსვლა. 
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 ნოემბერი 03
ხელბურთის ეროვნულმა ნაკრებმა წაგებით დაიწყო ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი - სირაკუზაში 19-26 დამარცხდა იტალიასთან. 6 ნოემბერს იმავე მეტოქეს თბილისის სპორტის სასახლეში მივიღებთ. მთავარ შესარჩევ რაუნდში მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული გადის. 
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 ნოემბერი 02
საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს იწყებს.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 ნოემბერი 01
ორშაბათ დილას თბილისიდან იტალიაში გაემგზავრა ხელბურთის ეროვნული ნაკრები, რომელსაც 2 ნოემბერს, კუნძულ სიცილიაზე, სირაკუზაში, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო მატჩი აქვს იტალიასთან, 6 ნოემბერს კი იმავე მეტოქეს თბილისის სპორტის სასახლეში მიიღებს.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 ოქტომბერი 13
ვენაში გაიმართა 2017 წლის ცხრამეტწლამდელ გოგონათა ევროპის  ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის წილისყრა. საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან პორტუგალია, ბელარუსი და შვეიცარია. შეჯიბრება 17-19 მარტს გაიმართება ბელარუსში. ფინალურ ეტაპზე ამ ჯგუფიდან მხოლოდ გამარჯვებული გადის.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 ოქტომბერი 01
ხელბურთის ფედერაციის საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა. ხელბურთის ფედერაციის წევრმა ოცდახუთმა იურიდიულმა სუბიექტმა დადგენილ ვადაში დაადასტურა