სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 სექტემბერი 19
ხელბურთელ ქალთა კლუბი, მამული, ევროტურნირების ორივე შეხვედრას, ჩეხეთის სოკოლ პორუბას წინააღმდეგ, თბილისში ითამაშებს, 19 და 20 ნოემბერს. ეს იქნება ჩელენჯ კაპის მეთექვსმეტედფინალი. 
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 აგვისტო 22
ევროპის თვრამეტწლამდელ ჭაბუკთა ჩემპიონატის ფინალში რუმინეთმა დაამარცხა ბელარუსი 27-26 და მოიპოვა 2018 წლის ევროპის ოცწლამდელთა ჩემპიონატზე უძლიერეს 16 გუნდს შორის თამაშის უფლება. მესამე ადგილზე გავიდა ბოსნია. საქართველოს ნაკრებმა ბოლო დღეს ბრიტანეთი დაამარცხა და მეშვიდე ადგილი დაიკავა.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 აგვისტო 22
ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის თვრამეტწლამდელ ჭაბუკთა ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებმა 31-23 დაამარცხა ბრიტანეთი და ტურნირი მეშვიდე ადგილზე დაასრულა. გამარჯვებული გამოვლინდება რუმინეთ-ბელარუსის თამაშში, რომელიც 18 საათზე დაიწყება.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 აგვისტო 19
ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე თვრამეტწლამდელ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე გამოვლინდნენ ნახევარფინალისტები: რუმინეთი-მონტენეგრო, ბელარუსი-ბოსნია. 5-8 ადგილებისთვის პლეიოფში დაწყვილდნენ ლატვია-ბრიტანეთი და ბელგია-საქართველო. ჯგუფური ეტაპის მესამე დღეს საქართველოს ნაკრებმა დიდი ბრძოლის შემდეგ კურიოზული შეცდომის გამო წააგო მატჩი ლატვიასთან 22-23, თუმცა, ორივე გუნდი ბრძოლას მეხუთე ადგილისთვის აგრძელებს.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 აგვისტო 18
თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ჭაბუკთა პირველობაზე საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა - 23-25. პირველი ორი დღის შემდეგ ბოსნიის, რუმინეთის, ბელარუსისა და მონტენეგროს ნაკრებებმა 4-4 ქულა დააგროვეს და ნახევარფინალში ვადამდე გავიდნენ. საქართველო, ლატვია, ბელგია და ბელარუსი 5-8 ადგილებისთვის იბრძოლებენ. იქამდე, ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, 18 აგვისტოს, ლატვიას ვეთამაშებით.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 აგვისტო 16
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 19-32 წააგო მატჩი ახალ სპორტის სასახლეში ბოსნიასთან, ევროპის თვრამეტწლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში. სამშაბათს შეჯიბრების მასპინძელი 18 საათზე რუმინეთს ეთამაშება.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 აგვისტო 14
15 აგვისტოს თბილისის ახალ სპორტის სასახლეში იწყება ევროპის ჩემპიონატი ხელბურთში 18-წლამდელ ჭაბუკთა შორის. 15, 16 და 18 აგვისტოს საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს, ბოსნიის, რუმინეთისა და ლატვიის წინააღმდეგ, 18 საათზე დაიწყებს.  
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 ივლისი 06
7 ივლისს პორტუგალიის ქალაქ ნაზარეში მიემგზავრება საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები, რომელსაც 8-10 ივლისს თექვსმეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატი აქვს.     
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 ივნისი 01
ბავშვთა სახელბურთო ფესტივალი ბავშვთა დღეს 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროსა და საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ინიციატივით სპორტკომპლექს არენაში გაიმართა მინი ხელბურთის ფესტივალი „მე და ბურთი". მონაწილეობდნენ თბილისის 11 სკოლისა და გორის გიმნაზიის გუნდები. ტურნირი ნამდვილი სპორტული ზეიმი იყო მონაწილე ბავშვებისთვის, რომელთა ასაკი 12 წელს არ აღემატებოდა.