სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 მარტი 14
ფარერის კუნძულების ნაკრებმა ფინალში, 1000 მაყურებლის თვალწინ 28-14 დაამარცხა საქართველო და EHF/IHF ქალთა თასი მეხუთე ცდიდან მოიპოვა. აქამდე გუნდს წაგებული ჰქონდა ტროფის 4 ფინალი - 2012 წელს ბულგარეთთან, 2008 წელს ფინეთთან, 2006 წელს ბოსნიასთან და 2004 წელს იტალიასთან. საქართველომაც გააუმჯობესა საუკეთესო შედეგი, რომელიც გუნდმა 2006 წელს აჩვენა - მეოთხე ადგილი.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 მარტი 13
საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე ევროპის ხელბურთის ფედერაციის საერთაშორისო ტურნირზე ქალთა თასი 2016, 12 მარტს ნახევარფინალურ შეხვედრაში ბელგია 18:14 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 მარტი 11
IHF/EHF ქალთა თასის ჯგუფური ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრებმა იოლად დაამარცხა ალბანეთი 44-6, ფარერის კუნძულებმა მოუგო ბელგიას - 21-14, ლატვიამ - კვიპროსს, 31-17, ესტონეთმა - სომხეთს, 38-9. შაბათს, ნახევარფინალში, 18 საათზე ითამაშებენ საქართველო და ბელგია, 20 საათზე კი - ფარერები-ლატვია.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 მარტი 10
IHF/EHF ქალთა თასზე ჯგუფური ეტაპის მეორე დღე დასრულდა. A ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა დაამარცხა ლატვია, 31-25 და პირველი ადგილი გაინაღდა. მეორე ნახევარფინალისტის ვინაობა გამოვლინდება 10 მარტს, კვიპროს-ლატვიის მატჩში.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 მარტი 09
IHF/EHF ქალთა თასის პირველ დღეს ფარერის კუნძულების ნაკრებმა 26-17 დაამარცხა ესტონეთი, ლატვიამ მოუგო ალბანეთს 48-1, საქართველომ - კვიპროსს 33-10, ბელგიამ დაამარცხა სომხეთი 46-10.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 მარტი 07
საქართველოს ხელბურთელ ქალთა ნაკრებს 8-13 მარტს  სერიოზული გამოცდა ელის. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში იმართება საერთაშორისო ტურნირი: IHF/EHF ქალთა თასი ხელბურთში 19 წლამდელთა შორის. ითამაშებს 8 ნაკრები: საქართველო, ბელგია, ლატვია, ფარერები, კვიპროსი, ესტონეთი, ალბანეთი და სომხეთი.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 მარტი 07
ხელბურთელ ქალთა ნაკრებს 8-13 მარტს  სერიოზული გამოცდა აქვს. თბილისის ახალ სპორტის სასახლეში იმართება საერთაშორისო ტურნირი: IHF/EHF ქალთა თასი ხელბურთში.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 თებერვალი 05
5 თებერვალს ახალ სპორტის სასახლეში საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით საქართველოში გასამართი საერთაშორისო ღონისძიებების ლოგოების პრეზენტაცია-გამოფენა გაიმართა.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2016 იანვარი 22
ისრაელში ტურნეზე მყოფმა საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა ისრაელის ოცწლამდელთა ნაკრებთან და 32-29 მოიგო.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2015 ნოემბერი 10
გლდანში, ცერცვაძის სახელობის აკადემიაში დაიწყო საქართვეოს ჩემპიონატის პირველი წრე ხელბურთელ ქალთა შორის. მონაწილეობს 5 გუნდი.