სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ხელბურთი: ვენაში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა

თარიღი: 2014 ივლისი 22

ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფისში დასრულდა ევროპის 2018 ჩემპიონატის შესარჩევი ტურინირის წილისყრის პროცედურა. პირველ სტადიაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ესტონეთისა და ლუქსემბურგის გუნდები. შეჯიბრება 2014-15 წლებში გაიმართება.

ევრო 2018. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი.

A ჯგუფი: საბერძნეთი, ბელგია, კვიპროსი

B ჯგუფი: ესტონეთი, ლუქსემბურგი, საქართველო

C ჯგუფი: რუმინეთი, იტალია, კოსოვო

ევრო 2018-ის მასპინძელი ქვეყანა ჯერ ცნობილი არაა. შეჯიბრებაში მონაწილეობს 38 ქვეყანა. პირველ ეტაპზე ჩაებმება უარესი რეიტინგის მქონე 9 ნაკრები. თამაშები გაიმართება ორ წრედ. სათამაშო პერიოდებია: 2014 წლის ოქტომბერ-ნოემბერი, 2015 წლის აპრილ-მაისი და 2015 წლის ივნისი.

სამი ჯგუფის თითო გამარჯვებული გავა მეორე ეტაპზე, პლეიოფში, სადაც დაუწყვილდება და შინ/სტუმრად პრინციპით ეთამაშება 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში უარესი მაჩვენებლების მქონე სამ ქვეყანას. პლეიოფი გაიმართება 2016 წლის აპრილში.

პლეიოფის სამი გამარჯვებული მოხვდება მთავარ შესარჩევ რაუნდში, რომელიც 2016-17 წლებშია დაგეგმილი და ევროპის 28 უძლიერესი ქვეყანა ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები ესტონეთს ოფიციალურ მატჩში არასოდეს შეხვედრია, ხოლო ლუქსემბურგი 2008 წლის 20 იანვარს, ნორვეგიაში, ჩელენჯ კაპის ფინალში 28:27 დაამარცხა. საქართველოც, ესტონეთიც და ლუქსემბურგიც 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ერთ სტადიაზე თამაშობდნენ.

ქართველებმა თავის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს ლიტვის შემდეგ (3 მოგება, 3 წაგება), ესტონეთმა ბოსნიასთან, პორტუგალიასთან და ლატვიასთან ჯგუფში მხოლოდ ერთი თამაში მოიგო, ხოლო ლუქსემბურგი 2-2-ჯერ დამარცხდა უკრაინასთან, სლოვენიასთან და შვეიცარიასთან.

ვენაში გაიმართა 2014-15 წლების 5 ევროტურნირის წილისყრაც. ჩელენჯ კაპის პირველ წრეში, მეთექვსმეტედფინალში "სამტრედიის" მეტოქე იქნება ფინური კლუბი "კასიპალოსეურა რიიჰიმიაენ კოქსი". ორი თამაში გაიმართება ნოემბერში.

ქალაქ რიიჰიმიაკის კლუბი "კოქსი" (მამლები) საკმაოდ ძლიერი გუნდია. 2013-14 წლების ჩელენჯ კაპზე ფინელებმა ორი წრე გაიარეს - დაამარცხეს "პალამანო პრესანო" (იტალია - 30:24, 27:21), "სპარტაკი" (ბულგარეთი - 31:20, 37:19), ხოლო მეოთხედფინალში წააგეს მომავალ ფინალისტ "მეტალოპლასტიკასთან" (სერბეთი - 23:17, 19:26).

www.geohandball.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 01
1 თებერვალს, კულტურის  საერთაშორისო ცენტრ "მუზაში",  საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 18-წლამდელ ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ლოგოს და კატალოგის პრეზენტაცია  გამართა.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 21
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები მოისმინეს 19 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 25
ხელბურთში მსოფლიოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოში ესპანელი სპორტული ჟურნალისტი, სპორტული ღონისძიებების პროფესიონალი დიქტორი ლუის ტორესი იმყოფებოდა.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
მაშ ასე, გაიცანით - მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი ნაკრები! ამ მართლაც დიდებულმა გუნდმა მთელი ჩემპიონტი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და გადამწყვეტ შეხვედრაშიც დამსახურებულად იმარჯვა. მათ საწინააღმდეგოდ კაცს ენა არ მოუბრუნდება.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
სახელგანთქმულ ქართველ ხელბურთელს, ოლიმპიურ ჩემპიონს ალექსანდრე ანპილოგოვს დღეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა!