სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ხელბურთის მსოფლიო ახალგაზრდული ჩემპიონატის ინსპექტირების ჯგუფის ვიზიტი თბილისში

თარიღი: 2017 აპრილი 13



2017 წლის 8-20 აგვისტოს თბილისის ოლიმპიური სასახლე ხელბურთში მსოფლიო 19-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს 24 გუნდის მონაწილეობით. მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოების გასაცნობად თბილისში საინსპექციო ვიზიტით ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის დელეგაცის წევრები ჩამოვიდნენ IHF-ის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარის, დანიელი პერ ბერტელსენის ხელმძღვანელობით.

საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლებს 13 აპრილს სასტუმროში "რედისონ ბლუ ივერია", სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მოადგილე შალვა გოგოლაძესთან ერთად შეხვდა, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე, ასევე ფედერაციის თანამშრომლები და IHF-ის ოფიციალური პირები - მარეკ გორალჩიკი (პოლონეთი) და მარკო ტოზი ბრანდი (იტალია).

აღსანიშნავია, რომ პირველი ვიზიტი 2016 წლის ნოემბერში გაიმართა. შეირჩა სათამაშო და სავარჯიშო დარბაზები, სასტუმროები ოფიციალური პირებისა და გუნდებისთვის. მეორე ვიზიტის დროს IHF ოფიციალური დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დაათვალიერებს ობიექტები და ტურნირის ორგანიზატორებთან შეათანხმეს მომავალი შეჯიბრების ყველა დეტალი. სტუმრებს შეხვედრები ჰქონდათ ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ 19-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება 2013 წელს მოიპოვა, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF) კონგრესზე, დოჰაში. შეჯიბრება ორ წელიწადში ერთხელ იმართება და ფორმატით ზუსტად ემთხვევა მსოფლიოს ჩემპიონატს ქალთ და კაცთა გუნდებს შორის.

24 მონაწილიდან უკვე ცნობილია 19 ქვეყანა : საქართველო (მასპინძელი), საფრანგეთი (მსოფლიო ჩემპიონი), ხორვატია, გერმანია, სლოვენია, დანია, ესპანეთი, ისლანდია, სერბეთი, შვედეთი, პორტუგალია, რუსეთი, ნორვეგია (ევროპა), ბაჰრეინი, იაპონია, კორეა (აზია), ტუნისი, ეგვიპტე, ალჟირი (აფრიკა). 5 ფინალისტს გამოავლენს ამერიკის შესარჩევი ტურნირი, რომელიც ამ დღეებში იმართება. სულ ტურნირზე, 8-20 აგვისტოს გაიმართება 92 მატჩი. ჯამში, საქართველოს ეწვევა ხუთასზე მეტი სპორტსმენი და ასამდე ოფიციალური პირი.

ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი) : „ხელბურთში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობა რა თქმა უნდა, დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნისათვის. დარწმუნებული ვარ, რომ ტურნირს ღირსეულად ვუმასპინძლებთ. ხელბურთი ძალზე პოპულარულია ახალგაზრდებში და აღნიშული ჩემპიონატი კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას. ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენ სკოლებში დავიწყეთ ხელბურთის გაკვეთილების ჩატარება და კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა დავაინტერესეთ. მჯერამ რომ მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზება საქართველოში ხელბურთს ახალ სიმაღლეზე აიყვანს როგორც სამომავლო განვითარების, ასევე სხვდასახვა საერთაშორისო ტურნირის გამართვის კუთხით. ფედერაციასთან ერთად ყველანაირი რესურსი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ჩემპიონატმა უმაღლეს დონეზე ჩაიაროს."

ზურაბ კაკაბაძე (საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): „შეიძლება ითქვას, რომ მზადების ბოლო ეტაპზე გადავდივართ. შეთანხმებულია სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის სათამაშო დარბაზები, სასტუმროები. ამ ეტაპზე უკვე ვიწყებთ სხვა დეტალების განხილვას, როგორც საორგანიზაციო ნაწილში, ასევე პიარის მიმართულებით. ჯამში 24 გუნდის დელეგაციის წევრებს უნდა ვუმასპინძლოთ, თამაშები 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ამასთან ერთად, ჩემპიონატის ფარგლებში ასევე თბილისში ჩატარდება ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის აღმასკომის სხდომა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საერთაშორისო ფედერაციის ინტერესს ქართული ხელბურთის მიმართ."

პერ ბერტელსენი (IHF-ის საშეჯიბრო კომიტეტის თავმჯდომარე): „ჩვენ მართლაც უმაღლესი დონის საერთშორისო ტურნირის ჩასატარებლად ვემზადებით ამ ასაკობრივ კატეგორიაში. საქართველოს ხელბურთის ფედერაცია ნამდვილად  მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ ყველაფერმა საუკეთესოდ ჩაიაროს. ასევე მნიშვნელოვანია სამინისტროს მხრიდან მხარდაჭერა. როგორც სამინისტროს წარმომადგენლებს, ასევე ხელბურთის ფედერაციას ძალიან კარგად ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ ხელბურთის სამომავლო განვითარებისათვის საქართველოში."

ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი
სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 21
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები მოისმინეს 19 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 25
ხელბურთში მსოფლიოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოში ესპანელი სპორტული ჟურნალისტი, სპორტული ღონისძიებების პროფესიონალი დიქტორი ლუის ტორესი იმყოფებოდა.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
მაშ ასე, გაიცანით - მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი ნაკრები! ამ მართლაც დიდებულმა გუნდმა მთელი ჩემპიონტი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და გადამწყვეტ შეხვედრაშიც დამსახურებულად იმარჯვა. მათ საწინააღმდეგოდ კაცს ენა არ მოუბრუნდება.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
სახელგანთქმულ ქართველ ხელბურთელს, ოლიმპიურ ჩემპიონს ალექსანდრე ანპილოგოვს დღეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა!
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 17
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში შედის. 3 დღეც და რიგით მეშვიდე 19-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილება გახდება.