სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

19-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის შედეგები ხელბურთში

თარიღი: 2017 მაისი 11

ბაზელში, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის ოფისში გაიმართა ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა. საქართველოს ნაკრები მოხვდა B ჯგუფში გერმანიის, ისლანდიის, ჩილეს, იაპონიისა და ალჟირის ცხრამეტწლამდელთა ნაკრებებთან ერთად. ტურნირს, 2017 წლის 8-20 აგვისტოს, თბილისის ოლიმპიური სასახლე მასპინძლობს.

წილისყრის სრული შედეგი ასეთია:

A ჯგუფი: საფრანგეთი, დანია, შვედეთი, ბაჰრეინი, ეგვიპტე, ნორვეგია

ჯგუფი გერმანია, ისლანდია, საქართველო, ჩილე, იაპონია, ალჟირი

C ჯგუფი: ხორვატია, არგენტინა, ბრაზილია, პორტუგალია, ვენესუელა, კორეა

D ჯგუფი: სლოვენია, ესპანეთი, სერბეთი, ტუნისი, რუსეთი, მექსიკა

შეჯიბრების სრული განრიგი ორიოდ დღეში გამოქვეყნდება, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ პირველ დღეს, 8 აგვისტოს ვეთამაშებით ალჟირს, შემდეგ კი იაპონიას, ისლანდიას, გერმანიასა და ჩილეს. წინასწარი ეტაპი 8-14 აგვისტოს გაიმართება ოლიმპიური სასახლის ორ დარბაზში. ჯგუფებიდან 4-4 საუკეთესო გუნდი მერვედფინალში გადის, დანარჩენი რვა კი პრეზიდენტის თასისთვის, 17-20 და 21-24 ადგილებისთვის იბრძოლებს.

მერვედფინალი 16 აგვისტოსაა, მეოთხედფინალი - 17 აგვისტოს, 16-17 აგვისტოს განაწილდება ყველა ადგილი მეცხრედან ოცდამეოთხემდე, 19-20 აგვისტოს კი ნახევარფინალები და ფინალებია 1-4 და 5-8 ადგილებისთვის.

წილისყრას უძღვებოდნენ ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელი პერ ბერტელსენი და ამავე კომიტეტის წევრი პატრიკ შტრუბი, ხოლო საქართველოს ხელბურთის ფედერაციას წარმოადგენდნენ პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე და გენერალური მდივანი, მსოფლიო ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი, ქეთევან კობერიძე.

გუნდები, მსოფლიო და კონტინენტური რეიტინგების მიხედვით განაწილებულნი იყვნენ 6 კალათში:

1 კალათი: საფრანგეთი, ხორვატია, გერმანია, სლოვენია

2 კალათი: დანია, ესპანეთი, ისლანდია, არგენტინა

3 კალათი: საქართველო, სერბეთი, ბრაზილია, შვედეთი

4 კალათი: პორტუგალია, ჩილე, ბაჰრეინი, ტუნისი

5 კალათი: რუსეთი, ვენესუელა, იაპონია, ეგვიპტე

6 კალათი: ნორვეგია, მექსიკა, კორეა, ალჟირი

სულ ბოლოს წილი ეყარა მესამე კალათს, საქართველოს, კი როგორც შეჯიბრების მასპინძელს, ჯგუფის არჩევის უფლება ჰქონდა.

წილისყრა. ვიდეო: https://www.facebook.com/ihf.info/

WWW.GEOHANDBALL.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
მაშ ასე, გაიცანით - მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი ნაკრები! ამ მართლაც დიდებულმა გუნდმა მთელი ჩემპიონტი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და გადამწყვეტ შეხვედრაშიც დამსახურებულად იმარჯვა. მათ საწინააღმდეგოდ კაცს ენა არ მოუბრუნდება.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
სახელგანთქმულ ქართველ ხელბურთელს, ოლიმპიურ ჩემპიონს ალექსანდრე ანპილოგოვს დღეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა!
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 17
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში შედის. 3 დღეც და რიგით მეშვიდე 19-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილება გახდება.    
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 16
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში ნორვეგიასთან 21:39 წააგო. ხვალ, 17 აგვისტოს, ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილი გუნდი ბრაზილიას დაუპირისპირდება, რომელიც პარალელურ მატჩში სერბეთთან 26:27 დამარცხდა.