სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ხელბურთი: წილისყრა სამი ნაკრებისა და ერთი კლუბისთვის

თარიღი: 2017 ივლისი 19


ვენაში, ხელბურთის ევროპული ფედერაციის ოფისში გაიმართა ერთბაშად 4 ტურნირის წილისყრა ქართული გუნდების მონაწილეობით.

კაცების ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ლიტვასთან, ლატვიასთან და ისრაელთან მოხვდა.

18-წლამდელ ჭაბუკთა ნაკრები 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც საქართველოში გაიმართება, ჯგუფურ ეტაპზე შეხვდება ბელარუსს, იტალიას, ფინეთსა და საბერძნეთს.

ანალოგიურ ტურნირზე 20-წლამდელთა შორის, ჩვენი ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ რაუნდში იქნებიან მასპინძელი მონტენეგრო, სლოვაკეთი, თურქეთი და ლატვია.

რანგით მესამე საკლუბო ევროტურნირზე - ჩელენჯ კაპზე ბათუმის შავი ზღვის ბიჭები 1/16-ფინალში შეხვდებიან ბოსნია-ჰერცეგოვინის ქალაქ მოსტარის კლუბ ზრინსკის.

ეროვნული ნაკრები საქმეში ოქტომბრის ბოლოს ებმება. პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს არ თამაშობს ევრო 2018-ის ფინალისტი 16 ნაკრები, დანარჩენი 23 გუნდი კი განაწილდა 6 ქვეჯგუფად, საიდანაც გამარჯვებული ფლეიოფში გავა.

რაც შეეხება ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატებს, აქ EHF ასრულებს რეფორმას, რომლის მიხედვით 2019 წლიდან საკვალიფიკაციო ტურნირები უქმდება და ევროპის ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი ორ დონედ დაიყოფა. მეორე დონის ჩემპიონატები 18-წლამდელთა შორის ავსტრიასა და საქართველოში იმართება.

გუნდები ჯერ გადაანაწილეს მასპინძელ ქვეყნებს შორის, შემდეგ კი გაიმართა ჯგუფების წილისყრა, რომლის შემდეგ მეტოქეებად გვერგო ბელარუსი, იტალია, ფინეთი და საბერძნეთი. მეორე ჯგუფში არიან შვეიცარია, ფარერები, მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა და ლუქსემბურგი.

ჯგუფური ეტაპის შემდეგ იმართება პირდაპირ ფინალური მატჩები ჯგუფებში შესაბამის ადგილებზე გასულ გუნდებს შორის. ავსტრიასა და საქართველოში გამართული ჩემპიონატების გამარჯვებულები 2020 წლისთვის მიიღებენ იმავე ასაკში, 2000 წელს დაბადებულებს შორის, 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე უძლიერეს 16 გუნდში თამაშის უფლებას და შეცვლიან იქ ორ უკანასკნელ ადგილზე გასულ გუნდს.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ჩვენს ქვეყანაში უკვე გაიმართა 2016 წლის აგვისტოში - ეს იყო 1998 წელს დაბადებულთა ტურნირი. ამავე გუნდს წლეულს მსოფლიო ჩემპიონატი უწევს თბილისში, გაისად კი ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატს თამაშობს.

20-წლამდელთა ტურნირი გაისად პირველად გაიმართება ახალი ფორმატით, ორ დონეზე. 20-წლამდელები ევროპის ჩემპიონატებისთვის ბოლო ასაკობრივი კატეგორიაა, ამიტომ მეორე დონის გამარჯვებული ვერსადაც ვერ გადადის და უძლიერესი 16-დან თითქოს ვერავინ გამოვარდება, მაგრამ ტურნირი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის რეიტინგის ასამაღლებლად ასაკობრივ სანაკრებო კატგორიაში.

მაგალითად, 2016 წელს 18-წლამდელთა შორის მეორე დონის 3 ტურნირი გაიმართა - საქართველოში, ბულგარეთსა და ლიტვაში. გამარჯვებულებმა - რუმინეთის, უნგრეთისა და ისრაელის ნაკრებებმა ხომ თავიანთი თაობის საქმეც გააკეთეს და 1998 წლებში დაბადებულებს შორის უძლიერეს 16 გუნდს შორის მოხვდნენ, იგივე მოახერხეს მომდევნო, 2000 წელში დაბადებულებისთვისაც.

18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატებზე დონეებად დაყოფა უკვე საერთო, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების საერთო რეიტინგით ხდება და რუმინეთიც, ისრაელიცა და უნგრეთიც 2018 წლის ევროპის ჩემპიონატებზე ორივე ასაკობრივ კატეგორიაში უძლიერეს თექვსმეტში არიან. საერთოდ, 2018 წლის ორივე ევროპის ჩემპიონატზე, 18 და 20-წლამდელთა შორის, პირველი დონის 16 ქვეყანა ერთი და იგივეა. ასე რომ, ორივე ტურნირზე ნებისმიერი მატჩის მოგება ასაკობრივ სანაკრებო რეიტინგზე პირდაპირ აისახება.

რაც შეეხება 2017-18 წლების ევროტურნირებს, აქ საქართველოდან ერთ გუნდი, ჩემპიონატის მესამე პრიზიორი ბათუმის შავი ზღვის ბიჭები გამოდის. ჩელენჯ კაპის პირველ ეტაპზე 8 წყვილია. ბათუმელები შეჯიბრებაში მეორე ეტაპიდან, 1/16-ფინალიდან ჩაებმებიან ნოემბერში.

მსოფლიო ჩემპიონატი - 2019. კაცები. ევროპა, პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი
II ჯგუფი: ლიტვა, ლატვია, ისრაელი, საქართველო
სათამაშო დღეები: 25-26, 28-29 ოქტომბერი და 3-4, 6-7, 10-11, 13-14 იანვარი

ევროპის ჩემპიონატი - 2018 (ვაჟები; 18-წლამდელები)
ჩემპიონატი 2018 წლის 10-19 აგვისტოს საქართველოში გაიმართება
A ჯგუფი: შვეიცარია, ფარერები, მაკედონია, ესტონეთი, ლიტვა, ლუქსემბურგი
B ჯგუფი: ბელარუსი, იტალია, ფინეთი, საბერძნეთი, საქართველო
ჯგუფებში ერთსადაიმავე ადგილზე გასული გუნდები ითმაშებენ ფინალში, საბოლოო კლასიფიკაციისთვის
ჩემპიონატი 2018 წლის 10-19 აგვისტოს ავსტრიაში გაიმართება
A ჯგუფი: ჩეხეთი, თურქეთი, მონტენეგრო, უკრაინა, ბრიტანეთი, ირლანდია
B ჯგუფი: სლოვაკეთი, ავსტრია, ჰოლანდია, ლატვია, კოსოვო, ბულგარეთი
ამ ორი ტურნირის გამარჯვებული იღებს 2020 წლის ევროპის 20წ ჩემპიონატზე უძლიერეს 16 გუნდში თამაშის უფლებას

ევროპის ჩემპიონატი - 2018 (ვაჟები; 20-წლამდელები)
B ჯგუფი: სლოვაკეთი, თურქეთი, მონტენეგრო, ლატვია, საქართველო

ჩელენჯ კაპი - 2017-18
1/16-ფინალი. 18-19, 25-26 ნოემბერი
შავი ზღვის ბიჭები ბათუმი VS ზრინსკი (მოსტარი, ბოსნია-ჰერცეგოვინა)

ხელბურთის ფედერაციის პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
მაშ ასე, გაიცანით - მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი ნაკრები! ამ მართლაც დიდებულმა გუნდმა მთელი ჩემპიონტი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და გადამწყვეტ შეხვედრაშიც დამსახურებულად იმარჯვა. მათ საწინააღმდეგოდ კაცს ენა არ მოუბრუნდება.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
სახელგანთქმულ ქართველ ხელბურთელს, ოლიმპიურ ჩემპიონს ალექსანდრე ანპილოგოვს დღეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა!
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 17
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში შედის. 3 დღეც და რიგით მეშვიდე 19-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილება გახდება.    
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 16
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში ნორვეგიასთან 21:39 წააგო. ხვალ, 17 აგვისტოს, ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილი გუნდი ბრაზილიას დაუპირისპირდება, რომელიც პარალელურ მატჩში სერბეთთან 26:27 დამარცხდა.