სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ხელბურთი: ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველო 22:30 იაპონია

თარიღი: 2017 აგვისტო 10


ჭაბუკ ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში ბექა ორჯონიკიძის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები იაპონიასთან 22:30 დამარცხდა.
შეცდომები დაცვაში და გაუმართლებელი გადაწყვეტილებები თავდასხმაში - წაგება ამით უნდა აიხსნას. შეცდომებს ნერვიულობა იწვევს, ნერვიულობა კი, მოგეხსენებათ, ასეთი დონის ტურნირების დებიუტანტების თანამდევია. საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები ხომ პირველად ასპარეზობს მსოფლიო პირველობაზე.
იაპონიამ, თავის მხრივ, არანაკლებ ბევრი შეცდომა დაუშვა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში და მეორე ნახევრის დასაწყისში, თუმცა ორჯერ მაინც მოახერხა რამდენიმე ბურთით „გაქცევა". პირველად დაახლოებით მე-5 წუთზე, მეორედ კი მეორე ნახევრის შუაში, როცა ქართველმა ჭაბუკებმა ორ ბურთამდე შეამცირეს სხვაობა - 16:18. იმ მომენტში გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ერეკლე არსენაშვილი მსაჯებმა მესამედ და საბოლოოდ „დაასვენეს" და მატჩის ბედიც სწორედ მაშინ გადაწყდა. იაპონელებმა ჩინებულად ისარგებლეს საქართველოს ნაკრების დაცვის მორღვევით, სწრაფი იერიშებით გაიჭრნენ წინ, მასპინძლებმა კი მე-17 გოლის გატანა თითქმის 5-წუთიანი ინტერვალის შემდეგ შეძლეს - ლუკა ბულბულაშვილმა 7-მეტრიანი საჯარიმო დარტყმით დალაშქრა იაპონელთა კარი.
თამაშის მიწურულს გიორგი ტიელიძემ ზედიზედ სამჯერ შეაგდო, თითქმის ერთნაირ სტილში - მაღალ ნახტომში, მეკარისგან შორეულ დაბალ კუთხეში, თუმცა მისი ძალისხმევა არასაკმარისი გამოდგა.
აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ ნაკრების სათადარიგო მეკარის გიორგი ფერაძის დამაჯარებელი თამაში. მწვრთნელის გადაწყვეტილებით მან მალევე შეცვალა ალექსანდრე ხანდოლიშვილი და მშვენივრად ითამაშა. არაერთი მოგერიებული შეტევის გარდა ფერაძემ გოლიც შეაგდო - საკუთარი კარიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში 7:11 გახადა...
საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ კი ლუკა ბულბულაშვილი დასახელდა. მან, ირაკლი კბილაშვილის დარად, ხუთი ბურთი შეაგდო, თუმცა ყველაზე ეფექტური ბოლო, მე-20 წუთზე გატანილი გამოდგა - თავის ნახევრიდან ბურთი თავზე გადაუგდო იაპონელთა მეკარეს. იაპონიის ნაკრებიდან ტექნიკურმა კომისიამ ნომერი 3, ტაკუმი სუეოკა გამოარჩია.
„მეტოქესთან შედარებით გამოუცდელები ვართ და ვთვლი, რომ სწორედ ესაა წაგების მთავარი მიზეზი. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ბევრი ტექნიკური წუნი გვქონდა, ამას დაემატა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ერეკლე არსენაშვილის გაძევებაც. ერეკლე ძლიერია თავდასხმასა და დაცვაში, მისი არყოფნა კი განსაკუთრებით დაცვას დაეტყო... საერთო ჯამში ამ მატჩისთვის მეტოქე აღმოჩნდა უკეთ მომზადებული", - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბექა ორჯონიკიძემ.
„გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ! საუკეთესოები? შოთა ტაკანომ და ტაკუმი სუეოკამ ბრწყინვალედ ითამაშეს, გამარჯვება მათი ჩინებული მოქმედების შედეგია", - ასეთი იყო იაპონელთა თავკაცის ცუტომუ ტოკოროს მატჩისშემდგომი კომენტარი.
საქართველოს და იაპონიის ჭაბუკთა გუნდები მესამე ტურის შეხვედრებს პარასკევს, 11 აგვისტოს გამართავენ. იაპონელები 10 საათზე გერმანელებს გაეჯიბრებიან, საქართველო კი 18 საათზე საწყისი ორი თამაშის მომგებ ისლანდიას დაუპირისპირდება.
ჩვენი ჯგუფის სხვა შეხვედრებში გერმანიამ 37:19 სძლია ალჟირს, ისლანდიამ კი 27:22 დაამარცხა ჩილე.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 21
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები მოისმინეს 19 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 25
ხელბურთში მსოფლიოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოში ესპანელი სპორტული ჟურნალისტი, სპორტული ღონისძიებების პროფესიონალი დიქტორი ლუის ტორესი იმყოფებოდა.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
მაშ ასე, გაიცანით - მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი ნაკრები! ამ მართლაც დიდებულმა გუნდმა მთელი ჩემპიონტი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და გადამწყვეტ შეხვედრაშიც დამსახურებულად იმარჯვა. მათ საწინააღმდეგოდ კაცს ენა არ მოუბრუნდება.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
სახელგანთქმულ ქართველ ხელბურთელს, ოლიმპიურ ჩემპიონს ალექსანდრე ანპილოგოვს დღეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა!
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 17
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში შედის. 3 დღეც და რიგით მეშვიდე 19-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილება გახდება.