სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ხელბურთი: ჭაბუკთა მსოფლიო ჩემპიონატი - საქართველო 23:32 ბრაზილია

თარიღი: 2017 აგვისტო 17

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში შედის. 3 დღეც და რიგით მეშვიდე 19-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილება გახდება.

მასპინძელმა საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ბოლო მატჩი დღეს ბრაზილიის წინააღმდეგ გამართა. როგორც იცით ჯგუფიდან დასანანად ვერ გასვლის შემდეგ, როდესაც ჯგუფის ბოლო მატჩი ჩილესთან დავთმეთ, ჩვენი გუნდი პრეზიდენტის თასზე გადაერთო და ნახევარფინალში ძლიერ ნორვეგიასთან დამარცხდა, შესაბამისად მეორ 1/2-ფინალი წააგო სამხრეთ ამერიკულმა გუნდმაც და ორივეს ისღა დარჩენოდათ ერთმანეთში 19-20 ადგილების დამკავებლის ვინაობა გაერკვიათ.

წინა მიმოხილვებში ვწერდით, რომ ბრაზილია ტურნირის მსვლელობასთან ერთად თამაშის ხარისხსაც რომ აუმჯობესებდა. მათ მარტივად არცერთი მატჩი არ დაუთმიათ და ოდნავ მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდათ, ვინძლო ფლეი-ოფშიც გაეღწიათ. ამჯერად კი მათ 19-ე ადგილით დაკმაყოფილება მოუწევთ.

მოკლედ, საქართველოს 19-წლამდე ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი დღეს დასრულდა. ბექა ორჯონიკიძის შეგირდებმა მე-20 ადგილი დაიკავეს და დიდი გამოცდილება შეიძინეს.

„მომქანცველი ტურნირია და ჩემი გუნდიც დღეს გადაღლილი იყო, თუმცა გამარჯვება მაინც შევძელით. მოიგო იმან, ვინც მეტი გოლის გატანა მოახერხა და დღეს ეს ჩვენ შევძელით", - განაცხადა ბრაზილიელთა მთავარმა მწვრთნელმა ვაშინგტონ სილვამ.

„ბევრი ვიბრძოლეთ, რაც შეგვეძლო გავაკეთეთ. რა თქმა უნდა მოგება გვსურდა, მაგრამ ვერ შევძელით. ალბათ საკმარისად მზად არ ვიყავით", - ასეთია საქართველოს ნაკრების ხელბურთელის, მატჩის საუკეთესო მოთამაშის გიორგი ლაპიაშვილის კომენტარი.

 

სამინისტროს პრესსამსახური

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 01
1 თებერვალს, კულტურის  საერთაშორისო ცენტრ "მუზაში",  საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 18-წლამდელ ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ლოგოს და კატალოგის პრეზენტაცია  გამართა.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 21
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები მოისმინეს 19 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 25
ხელბურთში მსოფლიოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოში ესპანელი სპორტული ჟურნალისტი, სპორტული ღონისძიებების პროფესიონალი დიქტორი ლუის ტორესი იმყოფებოდა.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
მაშ ასე, გაიცანით - მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი ნაკრები! ამ მართლაც დიდებულმა გუნდმა მთელი ჩემპიონტი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და გადამწყვეტ შეხვედრაშიც დამსახურებულად იმარჯვა. მათ საწინააღმდეგოდ კაცს ენა არ მოუბრუნდება.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
სახელგანთქმულ ქართველ ხელბურთელს, ოლიმპიურ ჩემპიონს ალექსანდრე ანპილოგოვს დღეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა!