სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ლუის ტორესმა ქართველი ჟურნალისტებისთვის სემინარი გამართა

თარიღი: 2017 აგვისტო 22



ხელბურთში მსოფლიოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოში ესპანელი სპორტული ჟურნალისტი, სპორტული ღონისძიებების პროფესიონალი დიქტორი ლუის ტორესი იმყოფებოდა.

ლუის ტორესი ოლიმპიურ სასახლეში 19-წლამდელ ხელბურთელთა პლეი-ოფისა და ფინალური ეტაპის თამაშებს გაუძღვა, 18 აგვისტოს კი მან ქართველი ჟურნალისტებისთვის, კერძოდ კი სპორტის დიქტორობითა და კომენტატორობით დაინტერსებული ახალგაზრდებისთვის სემინარი გამართა.

13 ენაზე მოსაუბრე პოლიგლოტი ლუის ტორესი ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების, თუ საერთაშორისო ტურნირების ოფიციალური წამყვანი და მსოფლიო სპორტის "ხმაა". სპორტული დიქტორობა ლუის ტორესმა 1999 წლიდან დაიწყო, მას სპორტის 15 სახეობაში უკვე 800-მდე ღონისძიება აქვს წაყვანილი მსოფლიოს 60 ქვეყანაში.

ტორესი საქართველოში მესამედ იმყოფებოდა. 2014 და 2015 წლებში ესპანელი დიქტორი ძიუდოში თბილისის გრან პრის ოფიციალური წამყვანი გახლდათ.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 01
1 თებერვალს, კულტურის  საერთაშორისო ცენტრ "მუზაში",  საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 18-წლამდელ ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ლოგოს და კატალოგის პრეზენტაცია  გამართა.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 21
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები მოისმინეს 19 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
მაშ ასე, გაიცანით - მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი ნაკრები! ამ მართლაც დიდებულმა გუნდმა მთელი ჩემპიონტი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და გადამწყვეტ შეხვედრაშიც დამსახურებულად იმარჯვა. მათ საწინააღმდეგოდ კაცს ენა არ მოუბრუნდება.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
სახელგანთქმულ ქართველ ხელბურთელს, ოლიმპიურ ჩემპიონს ალექსანდრე ანპილოგოვს დღეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა!
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 17
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში შედის. 3 დღეც და რიგით მეშვიდე 19-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილება გახდება.