სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ხელბურთის ფედერაციის საქმიანობა პარლამენტში განიხილეს

თარიღი: 2017 სექტემბერი 21

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები მოისმინეს 19 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ ფედერაციაში არსებული მდგომარეობა გააცნო კომიტეტს და საქართველოს ხელბურთელ ქალთა, ვაჟთა და ბავშვთა გუნდების სხვადასხვა ჩემპიონატებსა თუ ფესტივალებზე მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრა. მან თავის მოხსენებაში აღნიშნა იმ პრობლემების შესახებ, რაც დღეს ხელბურთის ფედერაციისა და სპორტსმენების წინაშე დგას.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას მან პირველ რიგში აღნიშნა, რომ საჭიროა ამოქმედდეს კლუბების მხარდაჭერის პროგრამა, განვითარდეს და მასობრივი გახდეს სკოლის, მინი და ქუჩის ხელბურთი. პროგრამის ამოცანაა შეიქმნას სტრუქტურა „სპორტი-სკოლა-ხელბურთის კლუბი".

ანგარიშში აისახა ფედერაციის კიდევ ერთი მიმართულება - ხელბურთის აკადემიის საქმიანობა, რომელიც თავის ბაზაზე ამზადებს ახალგაზრდა პერსპექტიულ სპორტსმენებს, ასევე ამყარებს საერთაშორისო კავშირებს ევროპის სპორტულ ორგანიზაციებთან და მათთან თანამშრომლობს.

გაწეული საქმიანობის ანგარიშთან და სამომავლო გეგმებთან ერთად სხდომაზე წარმოდგენილი იყოს ჭაბუკ ხელბურთელთა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემაჯამებელი ბუკლეტი და ქართული ხელბურთის განვითარების 2018-2020 წლების კონცეფცია.

მომხსენებელმა უპასუხა კომიტეტის წევრთა შეკითხვებს.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა დადებითად შეაფასა ხელბურთის ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობა.

„პარლამენტის და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტია განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, რათა სპორტი გავხადოთ მასობრივი. განათლების სფეროში უნდა მოვახდინოთ, ასე ვთქვათ, რევოლუცია, რომ იქ დაიწყოს ამ ყველაფერზე ზრუნვა. ყველა სპორტის სახეობა იწყება დაბალი ასაკიდან, იწყება სკოლებში, ბაღებში, ამიტომ იქ უნდა შევუქმნათ ინფრასტრუქტურა, მოვამზადოთ მწვრთნელები და რაც აქ გეგმები გაქვთ წარმოდგენილი ყველაფერში დაგეხმაროთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს და განსაკუთრებით ბავშვებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა სპორტთან", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომიტეტმა მოსმენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

http://www.parliament.ge

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2018 თებერვალი 01
1 თებერვალს, კულტურის  საერთაშორისო ცენტრ "მუზაში",  საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 18-წლამდელ ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ლოგოს და კატალოგის პრეზენტაცია  გამართა.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 25
ხელბურთში მსოფლიოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოში ესპანელი სპორტული ჟურნალისტი, სპორტული ღონისძიებების პროფესიონალი დიქტორი ლუის ტორესი იმყოფებოდა.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
მაშ ასე, გაიცანით - მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი ნაკრები! ამ მართლაც დიდებულმა გუნდმა მთელი ჩემპიონტი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და გადამწყვეტ შეხვედრაშიც დამსახურებულად იმარჯვა. მათ საწინააღმდეგოდ კაცს ენა არ მოუბრუნდება.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
სახელგანთქმულ ქართველ ხელბურთელს, ოლიმპიურ ჩემპიონს ალექსანდრე ანპილოგოვს დღეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა!
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 17
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში შედის. 3 დღეც და რიგით მეშვიდე 19-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილება გახდება.