სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ხელბურთის ფედერაციამ ჭაბუკთა ევროპირველობის ლოგოს გამარჯვებული გამოავლინა

თარიღი: 2018 თებერვალი 01

1 თებერვალს, კულტურის  საერთაშორისო ცენტრ "მუზაში",  საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 18-წლამდელ ჭაბუკ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური ლოგოს და კატალოგის პრეზენტაცია  გამართა. 

ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატის ლოგოს კონკურსზე წარმოდგენილი იყო 40-მდე ნამუშევარი, საიდანაც ფედერაციამ ერთი გამარჯვებული შეარჩია. საუკეთესო ლოგოს ავტორი ნელი ქირია გახდა. გამარჯვებული კონკურსანტი ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ გამოავლინა.

პრეზენტაციას სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, თელავის ვიცე-მერი გურამ გურაბანიძე და ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენლები, ვეტერანი და ახალგაზრდა სპორტსმენები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ.

18-წლამდელ ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატი 9-20 აგვისტოს თელავში გაიმართება, რომელშიც 11 ქვეყნის  ნაკრები  გუნდი მიიღებს მონაწილეობას.  აღსანიშნავია, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, თელავში ახალი სპორტის სასახლე შენდება. ევროპის ჩემპიონატს, სწორედ ახლად აშენებული სპორტის სასახლე უმასპინძლებს.



შალვა გოგოლაძე (კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე):" პირველ რიგში, მსურს ხელბურთელებს მივულოცო ახალი სპორტული სეზონის დაწყება, ვუსურვო წარმატებები 2018 წლის ტურნირებზე, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორიო მასშტაბით. ჩვენთვის რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ  2017 წელს 19-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზების შემდეგ, 2018 წელს, აგვისტოში საქართველოში ისევ ვუმასპინძლებთ საერთაშორისო ტურნირს - ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატს.

ასევე საინტერესოა, რომ ამჯერად ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი რეგიონში, კერძოდ  თელავში გაიმართება, სადაც ახალი სპორტის სასახლის მშენებლობა მიმდინარეობს და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი სწორედ ახალ სპორტის სასახლეში ჩატარდება.

მივესალმები ხელბურთის ფედერაციის ინიციატივას იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატის ლოგო კონკურსის ფორმით შეირჩა, ყველა მინაწილეს მადლობას ვუხდი აქტიურობისთვის, გამარჯვებულ ავტორს კი ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ. ასევე წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ხელბურთელებს, როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ასევე სხვა საერთაშორისო ტურნირებზე."

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 სექტემბერი 21
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები მოისმინეს 19 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 25
ხელბურთში მსოფლიოს 19-წლამდელთა ჩემპიონატის ფარგლებში, საქართველოში ესპანელი სპორტული ჟურნალისტი, სპორტული ღონისძიებების პროფესიონალი დიქტორი ლუის ტორესი იმყოფებოდა.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
მაშ ასე, გაიცანით - მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთი ნაკრები! ამ მართლაც დიდებულმა გუნდმა მთელი ჩემპიონტი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და გადამწყვეტ შეხვედრაშიც დამსახურებულად იმარჯვა. მათ საწინააღმდეგოდ კაცს ენა არ მოუბრუნდება.
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 21
სახელგანთქმულ ქართველ ხელბურთელს, ოლიმპიურ ჩემპიონს ალექსანდრე ანპილოგოვს დღეს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა!
კატეგორია : ხელბურთი თარიღი : 2017 აგვისტო 17
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატი ხელბურთში ნელ-ნელა დასკვნით ფაზაში შედის. 3 დღეც და რიგით მეშვიდე 19-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი ისტორიის კუთვნილება გახდება.