სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მარტი 27
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 25-26 მარტს უნგრეთის ქალაქ სომბათეიში გამართულ პოლიაკ იმრეს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მარტი 07
6 მარტს, თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც 200-მდე ფალავანი მონაწილეობს. შეჯიბრების პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 4 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 თებერვალი 14
14-15 თებერვალს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დიდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება სადაც ქვეყნის ყველა უძლიერესი ფალავანი მიიღებს მონაწილეობას.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 თებერვალი 14
ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვთნელების ვინაობა გახდა ცნობილი. პრეზიდიუმმა დასახელებულ კანდიდატებს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 თებერვალი 10
ფედერაციის ინიციატივით, 60 წელს გადაცილებულ 20 ვეტერანს 1500 ლარი გადაეცა, რიოს ოლიმპიური თამაშების 11-მა ლიცენზიანტმა სპორტსმენმა კი პრემიების სახით შესაბამისად 30, 25 და 20 ათასი ლარი მიიღეს.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 თებერვალი 08
3-5 თებერვალს ყვარელში, თავისუფალ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის საქართველოს პირველობა გაიმართა, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით, 200-ზე მეტმა მოჭიდავემ მიიღო მონაწილეობა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 იანვარი 30
28-29 იანვარს პარიზში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები შოთა ფარტენაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი(125 კგ) გახდნენ.  
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 იანვარი 24
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 იანვარს  ქართულ ჭიდაობას  ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი განესაზღვრა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 იანვარი 23
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი მოსკოვში გამართული "ივან პადუბნის" სახელობის საერთაშორისო გრან-პრის გამარჯვებული გახდა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2016 დეკემბერი 19
73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ძიუდოისტი გიორგი კაციაშვილი საქართველოს 2016 წლის აბსოლუტური ფალავანი გახდა.