სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2016 დეკემბერი 19
საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას მომდევნო 4 წლის მანძილზე გეგა გეგეშიძე უხელმძღვანელებს.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2016 დეკემბერი 15
17 დეკემბერს, თბილისში, ნიუ თბილისის ფრენბურთის დარბაზში (ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) ჩატარდება საქართველოს აბსოლუტური ღია ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში. ამასთან დაკავშირებით დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2016 დეკემბერი 12
10 დეკემბერს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე არაოლიმპიური წონით კატეგორიებში საქართველოს თავისუფალი სტილით ნაკრების წევრმა ევროპის თამაშების ვიცე-ჩემპიონმა ბექა ლომთაძე (61) ვერცხლის მედალი მოიპოვა..
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2016 დეკემბერი 09
8 დეკემბერს ბუდაპეშტში გაემზავრა საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ნაკრებები რომელიც 10-11 დეკემბერს უნგრეთში მსოფლიოს ჩემპიონატზე არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში მიიღებს მონაწილეობას.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2016 ნოემბერი 25
აქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა დღეს 24 ნოემბერს ბაქოში გამართულ ფინალურ ოქროს გრან-პრიზე 4 მედალი მოიპოვა. ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი (125) გახდა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2016 ნოემბერი 22
თავისუფალი სტილის მოჭიდავეს გიორგი გოგშელიძეს 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალი გადაეცემა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2016 ნოემბერი 19
რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ერთა თასზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფინალში მოქმედი ჩემპიონი რუსეთის ნაკრები დამაჯერებლად დაამარცხა 6-2  და ისტორიაში პირველად ევროპის ერთა თასი მოიპოვა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2016 ნოემბერი 18
ტურნირის პირველ დღეს ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ასპარეზობენ, 19 ნოემბერს კი მედლებისათვის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები გავლენ.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2016 ნოემბერი 14
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე სამბოში, საქართველოს ნაკრების წევრებმა წარმატებულად იჭიდავეს და ჯამში 9 მედალი - 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვეს, გუნდურ ჩათვლაში კი რუსეთის შემდეგ მე-2 ადგილი დაიკავეს.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2016 ნოემბერი 12
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე სამბოში, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა პაატა ღვინიაშვილმა ყველა მეტოქეს სძლია და ოქროს მედლისა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო.