სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

სამბოს ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებები ევროპის ჩემპიონატზე გამოვლენ

თარიღი: 2014 აპრილი 08



9-15 აპრილს ესპანეთის ქალაქი კასერასი ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. ქართველი სამბისტები ესპანეთში გვიან ღამით გაფრინდებიან.

ევროპირველობაზე 22 ქართველი სამბისტი გამოვა - 10-10 ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრების წევრი, ორიც გოგონა - სალომე აბაშიძე (56 კგ) და ელენე ქებაძე (+80), რომელმაც ახლახანს თბილისის ძიუდოს გრან პრიზე იჭიდავა და მე-4 ადგილი დაიკავა.

ჭაბუკთა ნაკრების (1996-1997 წლებში დაბადებულები) მთავარი მწვრთნელი მირიან პავლიაშვილია, ახალგაზრდულ ნაკრებს (1994-1995 წლებში დაბადებულები) ავთანდილ ცინცაძე ავარჯიშებს. ორივე ნაკრები დასკვნით მოსამზადებელ შეკრებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ტერიტორიაზე მდებარე სამბოს დარბაზში გადის. ჭაბუკთა და ახალგაზრდული ნაკრებები ევროპის თუ მსოფლიოს პირველობებიდან მუდამ სხვადასხვა სინჯის მედლებით ბრუნდებიან და, ცხადია ესპანეთში გასამართ ევროპირველობაზეც წარმატების მოპოვებას გეგმავენ.

სამბოს ჭაბუკთა ნაკრები                                           
48
კგ - აკაკი გიგატაძე                             
52 კგ- ირაკლი კუპატაძე                                        
56 კგ-დავით გეჯაძე                                  
60 კგ-დავით წურწუმია                                          
65 კგ-გიორგი მეტრეველი
70 კგ-თორნიკე მახათაძე                                        
75 კგ-კობა მჭედლიშვილი                    
81 კგ-გიორგი ქურდიანი                                       
87კგ-ირაკლი გოგია                                  
+87 კგ-ჯაბა მუმლაძე                
მთავარი მწვრთნელი:
მირიან პავლიაშვილი



სამბოს ახალგაზრდული ნაკრები

48 კგ-გიორგი მელქუაშვილი              
52 კგ-ლერი ბედინაძე                              
57 კგ-ლერი ჭელიძე                  
62 კგ-ლაშა პარასკებაშვილი
68 კგ-თორნიკე ჭოველიძე                     
74 კგ-ომარ ნიაზაშვილი                         
82 კგ-მიხეილ მეზურნიშვილი           
90 კგ-ზაურ მამარდაშვილი
100 კგ-რეზო წულუკიძე                         
+100 კგ-გიორგი ლაზუაშვილი          
მთავარი მწვრთნელი:
ავთანდილ ცინცაძე

გოგონები

56 კგ-სალომე აბაშიძე
+80 კგ-ელენე ქებაძე

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 დეკემბერი 11
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ თელეთში ჭიდაობის ახალი დარბაზი გაიხსნა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 დეკემბერი 07
საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ლეგენდარულ ქართველ ფალავანს ვახტანგ ბალავაძეს ახალი წიგნი მიუძღვნა - „ჭიდაობის პროფესორი". წიგნის პრეზენტაცია გუშინ გაიმართა ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ნოემბერი 27
პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში გამართულ მსოფლიოს 23-წლამდელ მოჭიდავეთა ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა წარმატებით იასპარეზეს.  
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ნოემბერი 23
მსოფლიოს ჩემპიონი ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66 კგ) გახდა, ვერცხლის მედლები გელა ბოლქვაძემ (75 კგ), ლაშა გობაძემ (80 კგ) და ზვიად პატარიძემ (130 კგ) მოიპოვეს.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 12-16 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს