სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: 23-წლამდელთა ნაკრების 5 მედალი ევროპაზე

თარიღი: 2017 აპრილი 03


საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 23-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა და არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. კონტინენტის პირველობა 1-2 აპრილს უნგრეთის ქალაქ სომბათჰეიში გაიმართა.

23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოთარ ტატიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 5 მედალი მოიგო. რამაზ ზოიძე (71კგ) და გელა ბოლქვაძე (80კგ) ფინალში დამარცხდნენ და ვერცხლს დაეუფლნენ, დავით ჩხარტიშვილმა (59კგ), ლაშა გობაძემ (85კგ) და ზვიად პატარიძემ (130კგ) კი მესამე ადგილი დაიკავეს.

არაოფიციალურ საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 47 ქულა მოაგროვა. 45 ქულით მეორე იყო რუსეთი, ხოლო აზერბაიჯანი მესამე - 42 ქულა.

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 აპრილი 19
დღესასწაულის მთავარი შემადგენელი ნაწილი ქართული ჭიდაობა იყო. ტურნირი სპორტულ კლუბ „ბლექ თაიგერის" ორგანიზებით ჩატარდა, მხარდამჭერები კი საქართველოს კუდოს ფედერაცია და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია იყვნენ. შეჯიბრი რვა წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა,
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მარტი 29
უნგრეთის ქალაქ სომბატჰეიში მიმდინარე 23-წლამდელ მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.   
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მარტი 27
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 25-26 მარტს უნგრეთის ქალაქ სომბათეიში გამართულ პოლიაკ იმრეს სახელობის საერთაშორისო ტურნირზე 1 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მარტი 07
6 მარტს, თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო საქართველოს ჩემპიონატმა თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც 200-მდე ფალავანი მონაწილეობს. შეჯიბრების პირველ დღეს ჩემპიონ-პრიზიორები 4 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 თებერვალი 14
14-15 თებერვალს თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა) ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დიდებს შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება სადაც ქვეყნის ყველა უძლიერესი ფალავანი მიიღებს მონაწილეობას.