სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ახალსოფელში ტრადიციული სახალხო დღესასწაული სამებობა აღინიშნა

თარიღი: 2017 აპრილი 19



ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული "სამებობა" აღინიშნა.

დღესასწაულის მთავარი შემადგენელი ნაწილი ქართული ჭიდაობა იყო. ტურნირი სპორტულ კლუბ „ბლექ თაიგერის" ორგანიზებით ჩატარდა, მხარდამჭერები კი საქართველოს კუდოს ფედერაცია და ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია იყვნენ. შეჯიბრი რვა წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა, საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ღონისძიების ფარგლებში გამართულ სპორტულ ღონისძიებას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სპეციალური დაცვის სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის პირველ მოადგილესთან ირაკლი შიოშვილთან და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ილია მზექალაშვილთან ერთად დაესწრნენ.

2016 წლიდან, "სამებობის" დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ინიციატორი და მხარდამჭერი ბიზნესმენი დავით ხახუტაშვილია.

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 აგვისტო 22
წარმატებული გამოდგა პარიზში დაწყებული მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი დღე სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებმა 4 წონითი კატეგორიიდან 2 მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედლები რობერტ კობლიაშვილმა (85) და რევაზ ნადარეიშვილმა (98) მოიპოვეს.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 აგვისტო 21
21-26 აგვისტოს სააფრანგეთოს დედაქალაქი პარიზი თავისუფალი და ბერძნულ/რომაული სტილით მოჭდავეთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ივლისი 27
სარაევოში დასრულებულ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა. ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში ჩემპიონები გახდნენ გიორგი ჭოლაძე (42კგ) და გიორგი გეგელაშვილი (46კგ).
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ივლისი 03
27 ივნისიდან - 2 ივლისის ჩათვლით გერმანიის ქალაქმა დორტმუნდმა უმასპინძლა ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს, რომელზეც საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები წარმატებით გამოვიდა და ჯამში 13 მედალი მოიპოვა.   
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ივნისი 28
გივი მაჭარაშვილი გერმანულ ევროპირველობაზე ახალგაზრდებს შორის კონტინენტის ვერცხლის პრიზიორის რანგში ჩავიდა. შარშან მიზნამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ამჯერად კი პირველიდან ბოლო შეხვედრამდე ბრწყინვალედ იჭიდავა და უმაღლეს ტიტულსაც  დაეუფლა.