სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას იწყებენ

თარიღი: 2017 მაისი 02

2 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ/რომაულ ჭიდაობაში. 2-5 მაისს მედლებისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იბრძოლებენ, 6-7 მაისს კი ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები.

ჩემპიონატის პირველ დღეს, 2 მაისს თავისუფალი სტილის 57 და 86 კგ კატეგორიის ფალავნები იჭიდავებენ, საქართველოს სახელის კი ოთარ გოგავა (57) და დავით მარსაგიშვილი (86) დაიცავენ.

შეხვედრები თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება, პირდაპირი ტრანსლაციის, შედეგებისა და ბადეების ლინკი https://unitedworldwrestling.org/e.../european-championships-0

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

57 კგ - ოთარ გოგავა (ხონი)
61 კგ - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (გორი)
65 კგ - ზურაბ იაკობიშვილი (ყვარელი)
70 კგ - დავით ტლაშაძე (გორი)
74 კგ - ავთანდილ კენჭაძე (ამბროლაური)
86 კგ - დავით მარსაგიშვილი (ყაზბეგი)
97 კგ - ელიზბარ ოდიკაძე (თბილისი)
125 კგ - გენო პეტრიაშვილი (გორი)

ბ/რ სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

59 კგ - ლერი აბულაძე (აჭარა)
66 კგ - გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია)
71 კგ - გოგა აფრიამაშვილი (ადიგენი)
75 კგ - გელა ბოლქვაძე (აჭარა)
80 კგ - ზურა დათუნაშვილი (თბილისი)
85 კგ - რობერტ კობლიაშვილი (გარდაბანი)
98 კგ - კოკა კირცხალია (თბილისი)
130 კგ - ლევან არაბული (მცხეთა)

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ივნისი 09
10-11 ივნისს თბილისის სპორტის სასახლე ჭიდაობაში საერთაშორისო გრან-პრის უმასპინძლებს თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 08
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი ევროპის 2-გზის ჩემპიონია.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 07
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 4 მედლით დაასრულა გამოსვლა - გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა - ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლით მოიპოვა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 05
4 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ-მდე წონითი კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. ახლა უკვე ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში რუსთა ჩეჩენ ფალავანს ახმეტ ჩაკაევს დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოუგო
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 04
3 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომელიც ზურაბ იაკობიშვილის (65) და ელიზბარ ოდიკაძის (97) ანგარიშზეა.