სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ზურაბ იაკობიშვილმა და ელიზბარ ოდიკაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

თარიღი: 2017 მაისი 04



3 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომელიც ზურაბ იაკობიშვილის (65) და ელიზბარ ოდიკაძის (97) ანგარიშზეა.

იაკობიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მასპინძელ პერიცა დიმიტრიევიჩი 10-0, შემდეგ კი გერმანელი ალექსანდერ სემისოროვს 4-2 დაამარცხა, 1/4 ფინალში ქართველმა ფალავანმა თურქი მუსტაფა კაია 4:04 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით 11-0 გაანადგურა, თუმცა ნახევარფინალში რუს ილიას ბეკბულატოვს ვეღარ გასცდა 0-10, ბრინჯაოსთვის შეხვედრაში იაკობიშვილმა აზერბაიჯანელი გიტინმაგომედ გაჯიევი 9-4 დაამარცხა.

ოდიკაძემ თავდაპირველად გერმანელ გეორგ გაბრიელ სერეგელის 4-1 მოუგო, მეორე ეტაპზე კი მოლდოველ ნიკოლაი ცებანს სძლია 4-3, 1/4 ფინალში დამაჯერებლად დაამარცხა აზერბაიჯანის წარმოამდგენელი არსლანბეკ ალბოროვი 4-1, მაგრამ ნახევარფინალში თურქ რიზა ილდირიმთან 2-8 დამარცხდა. ბრინჯაოს მედლისთვის ოდიკაძემ მაკედონიის სახელით მოასპარეზე მაგომედგაჯი ნუროვი 4:59 წუთში ქულების აშკარა უპირატესობით იოლად დაამარცხა 10-0 და მეორე დაეუფლა ბრინჯაოს მედალს ევროპის ჩემპიონატზე.

შეგახსენებთ, რომ ევროპირველობის პირველ დღეს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ხელიდან დავით მარსაგიშვილმა (86) გაუშვა.

4 მაისს, ევროპის ჩემპიონატზე ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი 61 კგ და ევროპის ჩემპიონი 23-წლამდელებში ავთანდილ კენჭაძე 74 იასპარეზებენ.

WWW.WRESTLING.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ივნისი 09
10-11 ივნისს თბილისის სპორტის სასახლე ჭიდაობაში საერთაშორისო გრან-პრის უმასპინძლებს თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 08
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი ევროპის 2-გზის ჩემპიონია.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 07
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 4 მედლით დაასრულა გამოსვლა - გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა - ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლით მოიპოვა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 05
4 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ-მდე წონითი კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. ახლა უკვე ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში რუსთა ჩეჩენ ფალავანს ახმეტ ჩაკაევს დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოუგო
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 02
2 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ/რომაულ ჭიდაობაში. 2-4 მაისს მედლებისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იბრძოლებენ, 5-7 მაისს კი ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები.