სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა

თარიღი: 2017 მაისი 05


4 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ-მდე წონითი კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. ახლა უკვე ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში რუსთა ჩეჩენ ფალავანს ახმეტ ჩაკაევს დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოუგო. "მასთან ადრე წაგებული მაქვს, ძალიან ძლიერი მეტოქეა. რომ შემძლებოდა, მარტივად მოვუგებდი, მაგრამ ვერა - გამარჯვებისთვის მაქსიმუმის გაღება დამჭირდა.

არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, მეტოქე რუსია, ფრანგი თუ ამერიკელი. ყველა მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემ და ყველას ერთნაირად ვეკიდები.

ოლიმპიადამდე 4-წლიანი ციკლია და ეს ევროპის ჩემპიონატი ამ ციკლის დასაწყისია. ის წარმატებით დავიწყე და იმედია, ტრავმები ხელს არ შემიშლის, კარგად გავივლი ამ გზას და ოლიმპიადას მეორედ მოვიგებ.

ხინჩეგაშვილმა პირველ შეხვედრაში მოლდოველ მეტოქეს 4-1 სძლია. ოლიმპიურმა ჩემპიონმა მეოთხედფინალში აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი 9-5 დაამარცხა, ნახევარფინალში კი უკრაინელ პეტრო ბილეიჩუკს დაუპირისპირდა, ანგარიშით 8-2 სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც რუსეთის წარმომადგენელ ახმედ ჩაკაევს დაუპირისპირდა. ხინჩეგაშვილმა დაძაბულ ორთაბრძოლაში რუს სპორტსმენს 10-9 სძლია და ზედიზედ მესამედ ევროპის ჩემპიონი გახდა.



სამინისტროს პრესსამსახური 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ივნისი 09
10-11 ივნისს თბილისის სპორტის სასახლე ჭიდაობაში საერთაშორისო გრან-პრის უმასპინძლებს თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 08
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი ევროპის 2-გზის ჩემპიონია.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 07
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 4 მედლით დაასრულა გამოსვლა - გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა - ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლით მოიპოვა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 04
3 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომელიც ზურაბ იაკობიშვილის (65) და ელიზბარ ოდიკაძის (97) ანგარიშზეა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 02
2 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ/რომაულ ჭიდაობაში. 2-4 მაისს მედლებისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იბრძოლებენ, 5-7 მაისს კი ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები.