სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ევრო-2017! გენო პეტრიაშვილის ბრინჯაო

თარიღი: 2017 მაისი 07



საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 4 მედლით დაასრულა გამოსვლა - გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა - ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლით მოიპოვა.

5 მაისს, შეჯიბრების ბოლო დღეს ბრინჯაოს მედალი მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა მოიპოვა, რომელმაც გადამწყვეტ შეხვედრაში უნგრელი დანიელ ლიგეტი 4-2 დაამარცხა. 

ევროპის 2016 წლის ჩემპიონმა, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა პრიზიორმა სასტარტო შეხვედრაში რუს ალან ხუგაევს 5-2 მოუგო, 1/4-ფინალში კი ოლიმპიურ, მსოფლიოს ორგზის და ევროპის სამგზის ჩემპიონ  თურქ ტაჰა აკგულთან დათმო შეხვედრა და სანუგეშო წრეში გადაერთო სადაც  უკრაინელი დანილო კარტავი დაამარცხა 6-2.

დღესვე 70 კგ-მდე წონით კატეგორიაში დავით ტლაშაძემაც იასპარეზა, რომელიც სასტარტო შეხვედრაშივე დამარცხდა ევროპისა და მსოფლიოს არაერთგზის მედალოსანთან, თურქ იაკუბ გორთან 6-7.

შეგახსენებთ, რომ წინა დღეებში ევროპირველობის გამარჯვებული ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) გახდა, ბრინჯაოს მედლები კი ზურაბ იაკობიშვილმა (65) და ელიზბარ ოდიკაძემ (97) მოიპოვეს.

6-7 მაისს, ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

ევროპის ჩემპიონატი, თავისუფალი ჭიდაობა

ნოვი სადი. სერბეთი, 2-5 მაისი

57 კგ

1. გიორგი ედიშერაშვილი (აზერბაიჯანი)

2. ანდრეი დუკოვი (რუმინეთი)

3. ზაურ უგუევი (რუსეთი) და სულეიმან ატლი (თურქეთი)

61 კგ

1. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)

2. ახმედ ჩაკაევი (რუსეთი)

3. ანდრეი პერპელიტა (მოლდოვა) და ვალოდია ფრანგულიანი (სომხეთი)

65 კგ

1. ილიას ბეკბულატოვი (რუსეთი)

2. ბორისლავ სტეფანოვ ნოვაჩკოვი (ბულგარეთი)

3. ზურაბ იაკობიშვილი (საქართველო) და დავიდ ჰაბატი (სლოვენია)

70 კგ

1. ფრენკ ჩამიზო მარკესი (იტალია)

2. მაგომედმურად გაჯიევი (პოლონეთი)

3. რუსლან დიბირგაჯიევი (აზერბაიჯანი) და ისრაილ კასუმოვი (რუსეთი)

74 კგ

1. სონერ დემიტრაში (თურქეთი)

2. მურად სულეიმანოვი (აზერბაიჯანი)

3. ახმედ გაჯიმაგომედოვი (რუსეთი) და გრიგორ გრიგორიანი (სომხეთი)

86 კგ

1. დაურენ კურუგლიევი (რუსეთი)

2. ალექსანდრ გოსტიევი (აზერბაიჯანი)

3. სელიმ იაშარი (თურქეთი) და იშტვან ვერები (უნგრეთი)

5. დათო მარსაგიშვილი (საქართველო)

97 კგ

1. რიზა ილდირიმი (თურქეთი)

2. ანზორ ბოლტუკაევი (რუსეთი)

3. ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო) და ალექსანდრ ხუშტინი (ბელარუსი)

125 კგ

1. ტაჰა აკგული (თურქეთი)

2. ჯამალადინ მაგომედოვი (აზერბაიჯანი)

3. გენო პეტრიაშვილი (საქართველო) და ლევან ბერიანიძე (სომხეთი)

WWW.WRESTLING.GE

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ივლისი 03
27 ივნისიდან - 2 ივლისის ჩათვლით გერმანიის ქალაქმა დორტმუნდმა უმასპინძლა ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს, რომელზეც საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები წარმატებით გამოვიდა და ჯამში 13 მედალი მოიპოვა.   
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ივნისი 28
გივი მაჭარაშვილი გერმანულ ევროპირველობაზე ახალგაზრდებს შორის კონტინენტის ვერცხლის პრიზიორის რანგში ჩავიდა. შარშან მიზნამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ამჯერად კი პირველიდან ბოლო შეხვედრამდე ბრწყინვალედ იჭიდავა და უმაღლეს ტიტულსაც  დაეუფლა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ივნისი 09
10-11 ივნისს თბილისის სპორტის სასახლე ჭიდაობაში საერთაშორისო გრან-პრის უმასპინძლებს თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 08
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი ევროპის 2-გზის ჩემპიონია.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 05
4 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ-მდე წონითი კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. ახლა უკვე ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში რუსთა ჩეჩენ ფალავანს ახმეტ ჩაკაევს დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოუგო