სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

10-11 ივნისს სპორტის სასახლე ჭიდაობაში საერთაშორისო გრან-პრის უმასპინძლებს

თარიღი: 2017 ივნისი 09



10-11 ივნისს თბილისის სპორტის სასახლე ვახტანგ ბალავაძის და გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო გრან-პრის უმასპინძლებს თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

თბილისის გრან-პრიზე მონაწილეობას მიიღებს 20 ქვეყნის 250-ზე მეტი სპორტსმენი. ორივე საშეჯიბრო დღეს ტურნირი 09:00 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 17:00 საათიდან გაიმართება. თბილისის გრან-პრიზე დასწრება თავისუფალია.

10 ივნისი

ბერძნულ-რომაული 59-71-80-98 კგ
თავისუფალი 57-65 -74-97 კგ

11 ივნისი

ბერძნულ-რომაული 66-75-85-130 კგ
თავისუფალი 61 -70-86-125 კგ



სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 08
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი ევროპის 2-გზის ჩემპიონია.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 07
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 4 მედლით დაასრულა გამოსვლა - გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა - ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლით მოიპოვა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 05
4 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ-მდე წონითი კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. ახლა უკვე ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში რუსთა ჩეჩენ ფალავანს ახმეტ ჩაკაევს დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოუგო
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 04
3 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, რომელიც ზურაბ იაკობიშვილის (65) და ელიზბარ ოდიკაძის (97) ანგარიშზეა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 02
2 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ და ბერძნულ/რომაულ ჭიდაობაში. 2-4 მაისს მედლებისთვის თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იბრძოლებენ, 5-7 მაისს კი ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები.