სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ახალი ევროპის ჩემპიონი - გივი მაჭარაშვილი

თარიღი: 2017 ივნისი 28


გივი მაჭარაშვილი გერმანულ ევროპირველობაზე ახალგაზრდებს შორის ვერცხლის პრიზიორის რანგში ჩავიდა. ამჯერად კი პირველიდან ბოლო შეხვედრამდე ბრწყინვალედ იჭიდავა და უმაღლეს ტიტულსაც  დაეუფლა.
დორტმუნდში, ფინალის გზაზე მაჭარაშვილმა სამი მეტოქე ჩამოიცილა: ბერძენი დიმიტრიოს აკრიტიდისი ორწუთნახევარში აშკარა უპირატესობით (14:2) დაამარცხა, მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ მაგომედრასულ გაზიმაგომედოვს 15:7 მოუგო, ნახევარფინალში კი თურქი იბრაჰიმ ჩიფჩი დაამარცხა (14:5).
დღესვე, საქართველოს სახელით ევროპირველობაზე ედემ ბოლქვაძე (60 კგ) და ნიკა კენჭაძეც (74 კგ) ჩაებნენ და ორივემ მედალი მოიპოვა.
კენჭაძე ევროპირველობის მეორე საფეხურზე ავიდა, ბოლქვაძემ კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. შედეგად, ქართული გუნდის პირველი დღის მონაგარი სამივე სინჯის თითო მედალია.
ხვალ დორტმუნდში თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მედლების დარჩენილი ოთხი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს სახელით ხალიჩაზე გავლენ: თეიმურაზ ვანიშვილი (55 კგ), მირზა სხულუხია (66 კგ), ზაურ ბერაძე (84 კგ) და ზურაბ ურთაშვილი (120 კგ).


სამინისტროს პრესსამსახური

 

 

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 20
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში 12-16 ოქტომბერს გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ახალგაზრდა და ჭაბუკ სამბისტთა შორის, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრებმა ჯამში 4 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 09
7-8 ოქტომბერს, სომხურმა ვანაძორმა "სტეპან სარგსიანის თასის" რიგით 22-ე საერთაშისო გათამაშებას უმასპიძლა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა.    
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 სექტემბერი 12
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დასრულებულ ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 7 მედალი მოიპოვეს - 1 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 სექტემბერი 11
9-10 სექტემბერს ძიუდოს აკადემიაში, სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 სექტემბერი 08
9-10 სექტემბერს ძიუდოს აკადემიაში (ბელიაშვილის N5) სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართება.