სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

ახალგაზრდა მოჭიდავეების 13 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

თარიღი: 2017 ივლისი 03

27 ივნისიდან - 2 ივლისის ჩათვლით გერმანიის ქალაქმა დორტმუნდმა უმასპინძლა ახალგაზრდა მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატს, რომელზეც საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები წარმატებით გამოვიდა და ჯამში 13 მედალი მოიპოვა. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ანგარიშზე, რომელსაც ბელდუხ გავაშელიშვილი წვრთნის - 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალია.

ევროპის ჩემპიონი გივი მაჭარაშვილი (97 კგ) გახდა, ვერცხლის მედალს ნიკა კენჭაძე (74 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები - ედემი ბოლქვაძემ (60 კგ), თეიმურაზ ვანიშვილმა (55 კგ) და ზაურ ბერაძემ (84 კგ) მოიპოვეს. "თავისუფლებმა" ევროპირველობაზე მე-3 გუნდური ადგილი დაიკავეს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა კი მედალი რვავე წონაში დაისაკუთრა და 1 გუნდური ადგილი დაისაკუთრა.  ევროპის ჩემპიონები გახდნენ რამაზ სილაგავა (50), ლერი აბულაძე (60) და ზვიად პატარიძე (+120 კგ), ვინც ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა. ვერცხლის მედალს გიორგი კურტანიძე (66) დაეუფლა, ბრინჯაოს მედლები კი ნუგზარ წურწუმიამ (55), თემურ ჭკუასელიძემ (84), ბექა მამუკაშვილმა (74) და გიორგი ბარბაქაძემ (96) მოიპოვეს. პატარა "ანტიკოსების" მთავარი მწვრთნელი სოსო ჯაბიძეა.

27 ივნისი - 2 ივლისი. დორტმუნდი. ჭიდაობა. ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები

გივი მაჭარაშვილი (97 კგ) - ოქრო
ნიკა კენჭაძე (74 კგ) - ვერცხლი
ედემი ბოლქვაძე (60 კგ) - ბრინჯაო
თეიმურაზ ვანიშვილი (55 კგ) - ბრინჯაო
ზაურ ბერაძე (84 კგ)  - ბრინჯაო
მთავარი მწვრთნელი: ბელდუხ გავაშელიშვილი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები
რამაზ სილაგავა (50) - ოქრო
ლერი აბულაძე (60)  - ოქრო
ზვიად პატარიძე (+120 კგ) - ოქრო
გიორგი კურტანიძე (66)  - ვერცხლი
ნუგზარ წურწუმია (55) - ბრინჯაო
თემურ ჭკუასელიძემ (84) - ბრინჯაო
ბექა მამუკაშვილი (74) - ბრინჯაო
გიორგი ბარბაქაძე (96)  - ბრინჯაო

მთავარი მწვრთნელი: სოსო ჯაბიძე

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ივნისი 28
გივი მაჭარაშვილი გერმანულ ევროპირველობაზე ახალგაზრდებს შორის კონტინენტის ვერცხლის პრიზიორის რანგში ჩავიდა. შარშან მიზნამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ამჯერად კი პირველიდან ბოლო შეხვედრამდე ბრწყინვალედ იჭიდავა და უმაღლეს ტიტულსაც  დაეუფლა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ივნისი 09
10-11 ივნისს თბილისის სპორტის სასახლე ჭიდაობაში საერთაშორისო გრან-პრის უმასპინძლებს თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 08
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი ზურაბ დათუნაშვილი ევროპის 2-გზის ჩემპიონია.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 07
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სერბეთის ქალაქ ნოვი სადში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 4 მედლით დაასრულა გამოსვლა - გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა - ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედლით მოიპოვა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 მაისი 05
4 მაისს, სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ-მდე წონითი კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა. ახლა უკვე ევროპის სამგზის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ფინალში რუსთა ჩეჩენ ფალავანს ახმეტ ჩაკაევს დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე მოუგო