სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის პირებთან მოქალაქეთა მიღება: მინისტრი: ხუთშაბათი 15:00 - 17:00 სთ;

ტელეფონი: 2 23 02 03,მისამართი: თბილისი 0134, ჩოლოყაშვილის გამზ. 9;

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა. ტელეფონი 2 35 09 97, მეილი: n.udesiani@msy.gov.ge

თავისუფალი ჭიდაობა: ჭაბუკთა ნაკრების 5 მედალი ევროპის ჩემპიონატზე

თარიღი: 2017 ივლისი 27


სარაევოში დასრულებულ ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა 5 მედალი მოიპოვა. ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში ჩემპიონები გახდნენ გიორგი ჭოლაძე (42კგ) და გიორგი გეგელაშვილი (46კგ).

გია კვინიკაძის გაწვრთნილ გუნდს კიდევ სამი მედალი ვლადიმერ გამყრელიძემ (54კგ, II ადგილი), თორნიკე ქათამაძემ (58კგ, III ადგილი) და დავით ქოჩქიანმა (85კგ, III ადგილი) შემატეს. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 52 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.

29 ივლისს სარაევოში ჭაბუკთა ევროპის ჩემპიონატი დაიწყება ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. ხვიჩა ქორიძის გაწვრთნილი ნაკრები ამ შემადგენლობით იასპარეზებს:  დიმიტრი ხაჩიძე (42კგ), გურამ აბრამაშვილი (46კგ), აკაკი ოსიაშვილი (50კგ), ბექა გურული (54კგ), გიორგი შოთაძე (58კგ), ოთარ აბულაძე (63კგ), დავით სოლოღაშვილი (69კგ), გიორგი ცოფურაშვილი (76კგ), ლუკა ხუციშვილი (85კგ), ელგუჯა ბალანჩივაძე (100კგ).

სამინისტროს პრესსამსახური

სხვა ახალი ამბები
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 ოქტომბერი 09
7-8 ოქტომბერს, სომხურმა ვანაძორმა "სტეპან სარგსიანის თასის" რიგით 22-ე საერთაშისო გათამაშებას უმასპიძლა, სადაც საქართველოს ნაკრებმა 9 მედალი მოიპოვა.    
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 სექტემბერი 12
საბერძნეთის დედაქალაქ ათენში დასრულებულ ჭაბუკ მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა 7 მედალი მოიპოვეს - 1 ვერცხლი და 6 ბრინჯაო.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 სექტემბერი 11
9-10 სექტემბერს ძიუდოს აკადემიაში, სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართა.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 სექტემბერი 08
9-10 სექტემბერს ძიუდოს აკადემიაში (ბელიაშვილის N5) სამბოში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, არჩილ ჩოხელის საერთაშორისო მემორიალური ტურნირი გაიმართება.
კატეგორია : ჭიდაობა თარიღი : 2017 აგვისტო 31
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი მცხეთაში, რესტორან ქართული ღვინის პალატაში მსოფლიო ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს შეხვდა.